суббота, 28 февраля 2015 г.

ეკლესიის წიაღის მიღმა გარდაცვლილთათვის ლოცვის შესახებ

რა ვუყოთ მათ, ვინც ეკლესიის გარეშე გარდაიცვალნენ? ეკლესია ზოგადად მოსკოვის მიტროპოლიტის ფილარეტის (დროზდოვის) მკაფიოდ დადგენილ წესს მისდევს, რომ არამართლმადიდებელნი თავიანთი არამართლმადიდებლობით მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებს მოსწყდნენ და ევქარისტიაშიც მათი არმოხსენებაც ამის შესაბამისია. აქედან გამომდინარე, საღმრთო ლიტურგიაზე ეკლესიას არ გააცნია არამართლმადიდებელთა მოხსენიების რაიმე წესი (განსაკუთრებით კი გარდაცვლილების) , რომლებსაც მასთან შეერთება აღარ შეუძლიათ.
მაშ, როგორღა შეუძლია მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომ გამოხატოს თავისი გულისტკივილი, რათა ილოცოს ეკლესიიდან გასული თავისი ნათესავებისა და მეგობრებისთვის? ეკლესიის პასუხი ერთდროულად მკაცრიცაა და თანაგრძნობის შემცველიც რისი დანახვაც ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტიდანაა შესაძლებელი. შეუძლიათ თაუა არა და როგორ მართლმადიდებელ ქრისტიანებსს ილოცონ არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე? როცა არამართლმორწმუნე ქრისტიანების მოხსენებასთან დაკავშირებით ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმკაცრეზე ვსაუბრობთ, იმის თქმა კი არ გვინდა, რომ თითქოს ჩვენი წმინდა ეკლესია იმას გვამცნებდეს, რომ მათზე საერთოდ არ ვილოცოთ. ის მხოლოდ თვითნებურ ლოცვას გვიკრძალავს, ანუ ისეთნაირ ლოცვას როგორც ჩვენ მოგვესურვება. ჩვენი დედა ეკლესია შეგვაგონებს, ჩვენში ყველაფერი და მათ შორის ლოცვაც წესისა და რიგის მიხედვით იყოს. (1 კორ. 14,40). ჩვენ ხომ ჩვენი საეკლესიო მსახურებებისას მრავლენოვან ერებზეც და მთელს მსოფლიოზეც ვლოცულობთ, თანაც ხშირად ისეც, რომ ამას ვერ გულისხმავჰყოფთ. ჩვენც სწორედ ისე ვლოცულობთ, როგორც უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოციქულებს მათთვის მიცემულ ლოცვაში: „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა!“ ეს ყოვლისმომცველი მიტევება თავის თავში ჩვენსა და ჩვენი ერთმორწმუნე, თუმცა არამართლმორწმუნე ძმის  ყველა საჭიროებას მოიცავს. აქ ჩვენ ყოვლად სახიერ უფალს გარდაცვლილი არამართლმადიდებელი ქრისტიანების სულებზეც აღვავლენთ ლოცვას, რათა მან აღასრულოს მათზე, რაც მისი წმინდა ნებისთვისაა სათნო. რადგან უფალმა ჩვენთან შედარებით განუზომლად უკეთ იცის, ვისთვის რა მოწყალება აღასრულოს. ასე რომ მართლმადიდებელო ქრისტიანო!  ვინც არ უნდა იყო შენ: ერისკაცი თუ ღვთის მღვდელი, თუკი რომელიმე საეკლესიო მსახურების ჟამს გული გეტყვის, რომ შენს ახლობელზე კარლოზე ან ედუარდზე ილოცო, მაშინ საუფლო ლოცვის კითხვის ან გალობის დროს უფალს  სულთქმით შეავედრე იგი  და თქვი: დაე იყოს მასზე წმიდა ნება შენი უფალო – და ამ ლოცვით შემოიფარგლე. რადგან უფალმაც ასეთი ლოცვა გასწავლა. და მერწმუნე, რომ შენი ასეთი ლოცვა უფლისთვისაც ათასჯერ უფრო სათნოა და შენი სულისთვისაც ყველა შენს თვითნებურ  საეკლესიო მოსახსენებელთან შედარებით.
ახლა ორი სიტყვა პირად ლოცვაზეც ვთქვათ. ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ლამის ერთადერთი მაგალითია, რომ ღვთისერთი  სათნომყოფელის ლოცვამ სხვა რჯულის გარდაცვლილებს, თვით წარმართებსაც კი უშველა. . . ასე გვიამბო თავის შესახებ ღირსმა მაკარი ეგვიპტელმა:
ერთხელ აბბა მაკარიმ,  როცა უდაბნოში მიდიოდა, მიწაზე მდებარე ადამიანის თავის ქალა იპოვა. როცა აბბა ამ ქალას შეეხო ჯოხით, რომელიც ხელში ეჭირა, ქალამ ხმა გამოსცა. ბერმა ჰკითხა მას: ვინ ხარ შენ? ქალამ უპასუხა: მე იმ კერპთაყვანისმცემელთა ქურუმი ვიყავი, რომლებიც ამ ადგილას ცხოვრობდნენ, შენ კი აბბა მაკარი ხარ, ვისშიც სულიწმიდაა დავანებული და როცა შენ გულმოწყალებას იჩენ მათზე, რომლებიც მარადიულ სატანჯველში არიან  და ლოცულობ მათზე , ისინი ერთგვარ შვებას იღებენ. შემდეგ ქალამ წმინდა მაკარის ჯოჯოხეთის სატანჯველების შესახებ უამბო და ასე დაასრულა: „ ჩვენზე, ვინც ღმერთი არ ვუწყით, რაღაც მოწყალება აღესრულება, მაგრამ ისინი, ვინც შეივნო ღმერთი, მაგრამ უარყვეს იგი,  და არ აღასრულეს მისი ნება, ჩვენს ქვემოთ იმყოფებიან“ (ეპ. ეგნატე „ მამათა ცხოვრება“ 4–ე გამოც, გვ 311–312)
ნეტარი მამის ამ მონათხრობიდან უპირველეს ყოვლისა ვხედავთ, რომ ტანჯულბზე მისი ლოცვა საზოგადო–საეკლესიო კი არ იყო, არამედ კერძო. ეს განმარტოებული მეუდაბნოეს ლოცვა, რომელიც თავისი გულის საიდუმლო საუნჯეში ლოცულობდა... არდა ამისა ამ ლოცვას შეუძლია ჩვენთვის   მართლმადიდებელი ქრისტიანებისვის გახდეს მიზეზი იმისა, რომ საშინაო კერძო ლოცვაში ცოცხალი და გარდაცვლილი არამართლმორწმუნეებისთვის ვილოცოთ, თუმცა ეს მხოლოდ საბაბი უნდა იყოს და არა მაგალითი. რადგან ღირსმა მამამ გვაუწყა,  თუ როგორ ლოცულობდა ის წარმართებზე როგორც მას მის განწმენდილ გულში დავანებული ღვთის სული კარნახობდა და არა თვითნებური ლოცვით და ეს სული არამარტო კარნახობდა, არამედ აიძულებდა, რომ მთელს მსოფლიოზე, ყველა ადამიანზე, ცოცხალსა თუ გარდაცვლილზე ელოცა როგორც ეს ღვთის ყველა სათნომყოფელის მოსიყვარულე გულისთვისაა ჩვეულებრივი და დამახასიათებელი. ისევე როგორც პავლე მოციქული სწერდა კორინთელებს: „გული ჩვენი გახსნილია, მაგრამ ვიწროდაა ჩვენშივე“ (2 კორ. 6.11)
ასე რომ ახლა შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ცოცხალ და მიცვალებულ არამართლმადიდებელ ქრისტიანებზე ლოცვა კერძო საშინაო ლოცვაში შეგვიძლია, მაგრამ ამასთან კვლავ და კვლავ შეგახსენებთ, რომ თვითნებურად არ ვილოცოთ, არა ისე როგორც მოგვეპრიანება (რათა კურთხევის ნაცვლად ღვთის რისხვა არ დავითეხოთ თავს), არამედ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანების ხელმძღვანელობით.
იყო ასეთი შემთხვევა ოპტინელი ბერის ლეონიდეს (სქემაში ლევის, რომელიც 1841 წელს გარდაიცვალა) ცხოვრებაში. მის მოწაფეს პავლე ტამბოველს გარდაეცვალა მშობელი უბედური ძალადობრივი სიკვდილით– თვითმკვლელობით. მოყვარული შვილი  ამ ამბავმა ღრმად დაამწუხრა და ამიტომ ბერის წინაშე თავის მწუხარებას ასე მოსთქვამდა: „ ჩემი მშობლის უბედური აღსასრული ჩემთვის მძიმე ჯვარია. ახლა, მართლაც, რომ ჯვარზე ვიმყოფები, რომლის ტკივილიც საფლავშიც გამყვება. როცა იმ ცოდვილების მარადისობას წარმოვიდგენ, რომელთათვისაც სინანული უკვე აღარ არსებობს, იმ მარადიული სატანჯველების  წარმოდგენა მტანჯავს, რომელიც ჩემს მოუნანებლად გარდაცვლილ ჩემს მშობელს ელის. მითხარი მამაო, რითი შემიძლია ვინუგეშო თავი ამჟამინდელი მწუხარებისას? ბერის პასუხი იყო: „ მიანდე როგორც საკუთარი თავი ასევე შენი მშობლის ხვედრი ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე უფლის ნებას. ნუ განცდი უზენაესს სასწაულებით. გულმოდგინედ ეცადე, რომ თავი თავმდაბლობით განიმტკიცო ზომიერი მწუხარების ფარგლებში. ევედრე ყოვლადსახიერ შემოქმედს და ამით ძის სიყვარული და მოვალეობა აღასრულე“. კითხვა: „კი მაგრამ ასეთებზე როგორ უნდა ვილოცო?“ პასუხი: „ქველმოქმედთა და ბრძენთა სულისკვებით ამგვარად: მოიძიე, უფალო, სული დაღუპულისა მამისა ჩემისა: უკეთუ შესაძლებელ არს შეიწყალე! გამოუკვლეველ არიან სამართალნი შენნი. ნუ მიმითვლი ცოდვად ლოცვასა ამას ჩემსა.  არამედ დაე იყოს ნება შენი წმინდა! შენ კი ილოცწე უბრალოდ, გამოცდის გარეშე და გული შენი უზენაესის მარჯვენას მიანდე. რათქმაუნდა, შენი მშობლის ესოდენ მწარე აღსასრული ღვთის ნება არ იყო; მაგრამ ახლა ის სრულებით იმყოფება იმის ნების ქვეშ, რომელსაც შეუძლია სულიცა და სხეულიც ცეცხლის ღუმელში შთააგდოს და რომელიც კიდევაც ამდაბლებს და აღამაღლებს, ჰკლავს და აცოცხლებს, რომელსაც ჯოჯოხეთში შთაჰყავს და ამოჰყავს. ამასთან იგი გულმოწყალეა, ყოვლისშემძლეა და სიყვარულით აღსავსეა, იმდენად რომ ყველა ქვეყანაზე გაჩენილთა კეთილი თვისებები მის უზენაეს სახიერებასთნ შედარებით არარაობაა. ამიტომ უზომოდ წუხილი არ გეკუთვნის.  შენ იტყვი : „ მე მიყვარს ჩემი მშობელი და ამიტომაც უნუგეშოდ ვმწუხარებ“ –სამართლიანია. მაგრამ ღმერთს შეუდარებლად უფრო მეტად უყვარდა და უყვარს იგი. ესეიგი შენ ისღა დაგრჩენია, რომ შენი მშობლის სამარადისო ხვედრი ღვთის სახიერებასა და გულმოწყალებას მიანდო, რომელიც თუკი მის შეწყალებას კეთილინებებს,ვინ შეეწინააღმდეგება?
აი ეს, აქ მოყვანილი კერძო, საკელიო ან საშინაო ლოცვა, რომელიც სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა ბერმა ლეონიდემ თავის მოწაფეს ასწავლა, შეიძლება რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ვინმე მისთვის ახლობელი არამართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ლოცვის მაგალითად იქცეს.მას შეუძლია მაგალითდ ამგვარი მოსაზრებითაც ილოცოს: „ შეიწყალე უფალო, უკეთუ შესაძლებელ არს სული მონისა შენისა (სახელი),  რომელიც მარადიულ ცხოვრებაში შენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიიდან განდგომილი წარვიდა!“

„სულისთვის სასარგებლო საკითხავები“ 1901 წელი. ნაწ 3. გვ. 328–333

თარგმნა ვალერი მურჯიკნელმა.

დიალოგი მღვდელსა და ათეისტს შორის.

ერთ დილას მამა ეპიფანე თავის სახლში მნახველებს ესაუბრებოდა,რომელთაგან ერთი კომუნისტი იყო.საუბრის დრის ვიღაც მოვიდა და თქვა,რომ მთელი ათენი აჭრიალებულიაო მაო ძე დუნის ფოტოებით,რომელთაც აწერია: ,,დიდება დიდ მაოს“..    
-შვილო ჩემო,-უთხრა მამა ეპიფანემ,-უღმერთოები არ არსებობენ,არიან კერპთმსახურნი,რომლებიც ქრისტეს ადგილზე თავიანთ კერპებს დგამენ.ჩვენ ვამბობთ:,,დიდება მამასა,და ძესა და წმიდასა სულსა“.ისინი კი ,,დიდება დიდ მაოს“,აირჩიე რომელიც გინდა..
-და თქვენ მოხუცო,თქვენს ნარკოტიკს ირჩევთ, მიუგო კომუნისტმა-ოღონდ მას ქრისტეს უწოდებთ,სხვანი -ალაჰს,მესამენი-ბუდას.
-შვილო ჩემო,  ქრისტე ნარკოტიკი არ არის .ქრისტე მთელი სამყაროს შემოქმედია. ის,ვინც ყოვლადბრძნულად განაგებს ყოველივეს:გიგანტური გალაქტიკების სიმრავლიდან დაწყებულ იმ მიკროკოსმოსის უმცირესი ნაწილაკებით დამთავრებული .ის არის,ვინც ჩვენ ყველას სიცოცხლეს გვანიჭებს, ვინც მოგვიყვანა ამქვეყნად და ისეთი თავისუფლება გვიბოძა,რომ შენ შეგიძლია მისი არსებობა ეჭვქვეშ დააყენო და უარყო კიდეც.
-მოხუცო ,თქვენი ნებაა,გჯეროდეთ ყოველივე ეს,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,რომ იგი ჭეშმარიტებაა. თქვენ მტკიცებულებები გაგაჩნიათ?
-თქვენ ამას ყველაფერს გამონაგონად თვლით,ასე არ არის? თქვენ კი გაქვთ საამისო დადასტურებანი? შეგიძლიათ დამიმტკიცოთ ,რომ ის,რაც მე მწამს-სიცრუეა??
არ მიპასუხებთ იმიტომ ,რომ მტკიცებულებანი არ გაქვთ ,ეს კი ნიშნავს,-უბრალოდ თქვენ ირწმუნეთ, რომ ეს გამონაგონია.ჩემს რწმენას უკუაგდებთ და იჯერებთ საკუთარ ურწმუნოებას,რადგანაც მტკიცებულებათა მოტანა არ შეგიძლიათ,მაგრამ უნდა გითხრათ,რომ ჩემს რწმენას თავისი საფუძველი აქვს. არსებობს ზებუნებრივი ხასიათის ფაქტები,რომელთაც იგი ეფუძნება.
კომუნისტი:-ერთი წუთით ,რაკი რწმენაზე საუბრობთ,რას ეტყოდით,მაგალითად მუსლიმანებს ან ბუდისტებს? ისინიც მასზე საუბრობენ და მარალზნეობრივ სწავლებებს ქადაგებენ, რატომ უნდა იყოს თქვენი რწმენა,მათ რწმენაზე უკეთესი?
-ამ კითხვით ხდება ჭეშმარიტების კრიტერიუმის დადგენა. ბუნებრივია,ჭეშმარიტება ერთია და მარტივი-მრავალი ჭეშმარიტება არ არსებობს.ვინ არის მისი მფლობელი?აი,მთავარი კითხვა. ამიტომ აქ ლაპარაკია არა იმაზე, თუ ვისი რწმენაა უკეთესი ან უარესი!საქმე ეხება ერთადერთ სწორ სარწმუნოებას! მე გეთანხმები,რომ ზნეობრივი სწავლებანი სხვა აღმსარებლობებში არსებობს,მაგრამ ქრისტიანული სათნოებითი სწავლება შეუდარებლად აღმატებულია.თუმცა ჩვენ გვწამს ქრისტე არა მის სწავლებათა,მისი სიტყვების ,,იყვარებოდეთ ურთიერთარს“ და მშვიდობისა და სამართლიანობის,თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ ქადაგების გამო. ჩვენ გვწამს ქრისტე,რამეთუ მისი მოვლინებას ამქვეყნად ახლდა ზებუნებრივი მოვლენები,რაც ადასტურებს ,რომ იგი არის ღმერთი!
-მოიცადეთ.მეც გეთანხმებით,რომ ქრისტე შესანიშნავი ფილოსოფოსი და დიდი რეფორმატორი იყო,მაგრამ მაშინვე ღმერთად მას ნუ გადავაქცევთ...
-დიახ,შვილო ჩემო,ისტორიაში ყველა უდიდესი ურწმუნო წაბორძიკებულა ამაზე.მტკიცება,რომ ქრისტე არის ღმერთი,ყოველთვის იყო თევზის ის ფხა,რომელიც მათ ყელში ეჩხირებოდა და გადაყლაპვა არ შეეძლოთ!მრავალი მათაგანი მზად იყო,უფლისათვის ეთქვა:“ნუ ამბობ,რომ განკაცებული ღმერთი ხარ,თქვი,რომ უბრალო ადამიანი ხარ და ჩვენ მზად ვართ,ღმერთად აღგიაროთ.რატომ გინდა,იყო განკაცებული ღმერთი და არა გაღმერთებული ადამიანი?ჩვენ ,მზად ვართ,გაგაღმერთოდ,გამოგაცხადოთ კაცთა შორის უდიდეს,უწმინდეს, უკეთილშობილეს, უპატიოსნეს, სწორუპოვარ, ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანად.შენთვის ეს არ არის საკმარისი“?ქრისტეს ღვთაებრიობის უარმყოფელთაგან უპირველესი,ერნესტ რენანი,მას შეძახილით მიმართავს:,,ათი ათასობით წლის შემდეგაც კი შენი მეშვეობით წარმართავს ხალხი თავიანთ ზეაღსვლას“,“შენ ქვაკუთხედი ხარ და კაცობრიობასა, და ამ ქვეყნიდან შენი სახელის გაქრობა მას ძირფესვიანად შეარყევს“,“ საუკუნეების განმავლობაში იქადაგებენ,რომ ადამიანთაგან არ დაბადებულა ისეთი,ვინც შენ აღგემატებოდა“.მაგრამ ამაზე ჩერდებიან რენანიც და მისი მსგავსნიც.მათი შემდეგი სიტყვებია: ,,და მაინც შენ არ ხარ ღმერთი“!
 როგორ ვერ იგებენ ეს საცოდავები ენით გამოუთქმელ ტრაგედიას თავიანთი სულებისა.დილემა გარდაუვალია და ულმობელი“ან ქრისტე არის განკაცებული ღმერთი და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოადგენს იგი ყველაზე ზნეობრივ,წმინდა და კეთილშობილი ადამიანის სახეს, ან იგი არ არის განკაცებული ღმერთი და მაშინ საქმე გვქონია ყველაზე საზარელ,ბნელ და საძულველ არსებასთან კაცობრიობის ისტორიაში.
-(კომუნისტი)-რას ამბობთ!  
ეპიფანე-დიახ,მძიმე,მაგრამ აბსოლუტურად ჭეშმარიტ სიტყვებს გეუბნებით და აგიხსნით რატომ. რას ამბობდა ან ფიქრობდა თავის დროზე ყველა ნამდვილი დიდი პიროვნება კაცობრიობის ისტორიაში.?
,,ყოვლადბრძენი“სოკრატე ამბობდა:,,ვიცი,რომ არაფერი ვიცი“.
ძველი და ახალი აღთქმის ყველა ცნობილი მამა,დაწყებული აბრაამიდან და მოსედან და დამთავრებული იოანე ნათლისმცემელით და პავლეთი,თავისთავს ,,მიწას და ნაცარს“,“გლახაკს“,“განდგომილს“ და ა.შ. უწოდებდა.ქრისტე კი პირიქით-განსაცვიფრებელად განსხვავდება.
ვამბობ ,,განსაცვიფრებელად განსხვავდება“, რადგან ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა,რომ მისი ქმედებანი ზემოხსენებულთა ქცევის მსგავსი ყოფილიყო. ის,როგორც უპირველესი და უპირატესი,უფრო მოკრძალებული უნდა ყოფილიყო და თავის თავზე დაბალი წარმოდგენა ჰქონოდა.ზნეობრივად ყველაზე სრულყოფილს მართებდა საკუთარი თავის შეფასებაში თავმდაბლობით გადაეჭარბებინა არა მარტო ყველას თავისი წინამორბედის,არამედ საერთოდ ნებისმიერი ადამიანისთვის,სამყაროს შექმნიდან მის ბოლო ჟამამდე.
მაგრამ საპირიპსიროს ვხედავთ!
უპირველეს ყოვლისა,ქრისტე თავის თავს უცოდველად სახელდებს: ,,ვინ თქვენგანმა მამხილოს მე ცოდვისათვის(იოან.8,46).,,...მოვალს მთავარი ამის სოფლისა და ჩემს თანა პოოს არარაი(იოან.14,30)
ის თავის ტავზე მეტად მაღალი აზრისაა:,,მე ვარ ნათელი სოფლისა“,“მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორებაი“(იონ-14,6)
გარდა ამისა,ქრისტე აცხადებს და მოითხოვს ადამიანებისაგან,რომ მათ თავი მთლიანად მას მიუძღვნან.იგი იჭრება ყველაზე წმინდა ადამიანურ ურთიერთობებშიც კი და ბრძანებს: ,,რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა,იგი არა არს ჩემდა ღირს“(მათ.10,37);... მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული -დედისაგან თისისა და სძალი-დედამთილისაგან თვისისა“(მათ.10,35).თავის მოწაფეებს წინასწარ აუწყებს მოწამეობრივ ცხოვრებას და სიკვდილს:,,მიგცემდინ თქვენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქვენ.და წინაშე მტავართა და მეფეთა  მიგიყვანენ ტქვენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. ..რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან -შვილი;და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.და იყვნენ თქვე მოძლებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის.ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,ცხონდეს.... ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი...რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა,უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა..რომელმან წარიწყმიდოს სული თისი ჩემთვის,მან პოოს იგი“(მათ.10,17)
მე გეკითხებით:ვინ და როდის გაკადნიერებულა,ადამიანებისგან მოეთხოვა,რომ ის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდეთ?ვინ და როდის გაბედა,განეცხადებინა თავისი უცოდველობაზე?“(იოან.14,6)?არავის და არასოდეს!ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეეძლო, წარმოგიდგენიათ, რომ მარქსს რაიმე მსგავსი ეთქვა? მას გიჟად ჩათვლიდნენ და არც არავინ გაჰყვებოდა. ახლა დაფიქრდით,რამდენმა მილიონმა ადამიანმა გაიღო მსხვერპლად ყველაფერი,საკუთარი სიცოცხლეც კი ქრისტეს გულისათვის,რადგან სწამდათ იმ სიტყვების ჭეშმარიტება,რასაც იგი თავის თავზე ამბობდა! მისი ქადაგება სიცრუე რომ ყოფილიყო,იესო იქნებოდა ისტორიაში ყველაზე საზარელი პიროვნება,რომელმაც ამდენ ადამიანს ასეთი უზარმაზარი მსხვერპლი გააღებინა!ადამიანთაგან ვის მიიჩნევდნენ ღირსად,როგორი გამოჩენილი, დიადი და ბრძენიც უნდა ყოფილიყო იგი,რომ მისი გულისათვის ასეთი უზარმაზარი მსხვერპლი გაეღოთ?არავის! მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს!
სხვაგვარად გეტყვით ადამიანი,რომელიც თავის მიმდევართაგან ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა, ისტორიაში ყველაზე დასაგმობ პიროვნებად შევიდოდა. ქრისტემ არა მარტო მოითხოვა,არამედ ამაში მან წარმატებასაც მიაღწია.მეტიც კაცობრიობის ისტორიაში უკეთილშობილეს და უწმინდეს პიროვნებად იგი აღიარეს მათაც, ვინც მის ღვთაებრიობას უარყოფდა.ამრიგად, მისი მოწინააღმდეგენი იქცევიან უგუნურად და აცხადებენ ყველაზე სააზრელ პიროვნებას უწმიდესად,ანდა  თუ ლოგიკის მიჰყვებიან და სწორად ახსნიან ქრისტეს პიროვნების არსებობასა და მის სიწმინდეს,იძულებულნი იქნებიან,აღიარონ,რომ ქრისტე კაცთა შორის უკეთილშობილესი და უწმინდესი პიროვნებაა,მაგრამ იმ პირობით ,თუ ის არის ღმერთი! წინააღმდეგ შემთხვევაში,როგორც უკვე ვთქვი,ქრისტე გამოდის არა უწმინდესი,არამედ ყველაზე საძულველი ფიგურა ისტორიაში,რადგან გახდა მიზეზი უდიდესი მსხვერპლისა ყველა საუკუნეში მსხვერპლისა სიცრუისათვის?!ასე შეიძლება დაამტკიცო ქრისტეს ღვთაებრიობა,იმ დახასიათებათა საფუძველზე,რასაც მისი მოწინააღმდეგენი გადმოგვცემენ.
კომუნისტი-ყოველივე ის,რაც თქვენ ბრძანეთ,ნამდვილად შთამბეჭდავია,მაგრამ ეს მხოლოდ მსჯელობაა.გაქვთ კი ქრისტეს ღვთაებრიობის დამადასტურებელი ისტორიული მონაცემები?
-უკვე გითხარით,რომ მისი ღვთაებრიობის ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ზებუნებრივი მოვლენები,რაც ხდებოდა ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის ჟამს.მაცხოვარი არ დასჯერდა მხოლოდ ზემომოყვანილ ჭეშმარიტებათა შესახებ ქადაგებას-მან თავისი სიტყვები მრავალრიცხოვანი სასწაულით დაადასტურა:ბრმებს დაუბრუნდა მხედველობა,განკურნა განრღვეულნი,ორი თევზით და ხუთი პურით დააპურა ხუთიათასი მამაკაცი,მრავალი დედაკაცი და ბავშვი,მბრძნალებლობდა ბუნების ძალებზე და ისინიც ემორჩილებოდნენ მას,აღადგინა ლაზარე-ოთხი დღის მკვდარი...მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული იყო თავად მისი აღდგომა მკვდრეთით.
            მთელი ქრისტიანული მოძღვრება ეფუძნება აღდგომის ფაქტს.ამას მე არ ვლაპარაკობ,ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: ,,უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს,ამაო არს სარწმუნოება ეგე თქვენი“(1.კორ. 15,17).თუ ქრისტემ მკვდრეთით არ აღმდგარა,მაშინ ყველაფერი ინგრევა.მაგრამ იგი აღდგა და ეს ადასტურებს,რომ იგია უფალი სიცოცხლისა და სიკვდილისა და,მაშასადამე,არის ღმერთი!
კომუნისტი-თქვენ რა, ნახეთ ეს ყოველივე. რატომ გწამთ ამის?
-არა,მე არ მინახავს,მაგრამ სხვებმა ნახეს-ისინი მოციქულები იყვნენ.მათ შემდგომ საჯაროდ განაცხადეს ეს და მეტიც-ეს მოვლენა თავიანთი სისხლით დაბეჭდეს,რაც  უმაღლეს მტკიცებულებას წარმოადგენს.მომიყვანეთ ვინმე,ვინც იტყოდა,რომ მარქსი მოკვდა და აღდგა, და ამის დასადასტურებლად იგი მზად არის,სიცოცხლე გაიღოს,მაშინ მე,როგორც პატიოსანი კაცი,დავუჯერებ მას.
კომუნისტი-დიახ,ბატონო,ათასობით კომუნისტი ეწამა და დაიღუპა თავისი შეხედულებების გამო.რატომ არ ხდებით კომუნიზმის მიმდევარი?
-ეს თქვენი თვალთახედვაა.კომუნისტები დაიხოცნენ თავიანთი იდეოლოგიის და არა რეალური მოვლენების გამო.ნებისმიერი იდეოლოგიაში შეიძლება ძალიან იოლად და შეუმჩნევლად შეარჩიოს შეცდომამ. ადამიანის სულის მახასიათებელია, მსხვერპლი გაიღოს რწმენისათვის.ამით აიხსნება,რომ ბევრი კომუნისტი დაიღუპა იდეოლოგიისათვის.მაგრამ ეს სულაც არ გვავალდებულებს, ის სწორ სწავლებად ჩავთვალოთ.
ერთია-მოკვდე იდეებისათვის და მეორე-ფაქტებისათვის!მოციქულები დაიხოცნენ არა იედების,არა სიტყვებისთვის ,,იყუარებოდით ურთიერთარს“ და არც ქრისტიანობის ზნეობრივი მცნებებისთვის-ისინი დაიღუპნენ,რათა დაემოწმებინათ ზებუნებრივი მოვლენები.ასეთ მოვლენებში ვგულისხმობთ იმას,რა ჩვენს გრძნობად აღქმას ექვემდებარება.მოციქულები ადასტურებდნენ,რაც ესმათ და თვალით იხილეს,ვისაც უმზერდნენ და ხელით ეხებოდნენ (იოან.1,1)
            პასკალის ერთ-ერთ შესანიშნავ მსჯელობაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ მოციქულები ან ცდებოდნენ,ან ჩვენ შეგვაცდინეს,ან ჭეშმარიტებას ამბობდნენ.
            განვიხილოთ პირველი მტკიცებულება.მოციქულები ვერ შეცდებოდნენ,იმიტომ,რომ თავად იყვნენ მოწმენი და თვითმხილველნი იმისა,რაზეც ლაპარაკობდნენ.აღსანიშნავია ,რომ ისინი მეოცნებენი საერთოდ არ ყოფილან და არც ფსიქოლოგიურად იყვნენ  განწყობილნი-მიეღოთ აღდგომის ფაქტი.პირიქით ,ისინი განსაცვიფრებელ უნდობლობას იჩენდნენ.სახარებაში სრულად არის გამოკვეთილი მათი ეს სულიერი განწყობა:ისინი არ უჯერებდნენ მტკიცებულებას,რომ ვიღაცამ ნახა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.
               და კიდევ,ვინ იყვნენ მოციქულები,მანამ ქრისტე მოუხმობდა მათ?შესაძლებელია,პატვმოყვარე პოლიტიკოსები ან მგზნებარე მეოცნებენი,რომლებიც იმედოვნებდნენ კაცთა მოდგმის დამორჩილებას,რათა ამგვარი განეხორციელებინათ თავიანთი ფილოსოფიური თუ სოციალური ფანტაზიები?! არა!...ისინი უწიგნური მესათხევლენი იყვნენ და ერთადერთი,რაც მათ აინტერესებდათ,იყო თევზისჭერა,რათა ოჯახები ერჩინათ.აი,რატომ იყო,რომ უფლის ჯვარცმის შემდეგ,მიუხედავად ნანახისა და გაგონილისა,ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ბადეებს და ნავებს.ანუ მათ,როგორც უკვე ვთქვი,სულაც არ ქონდათ წინასწარი მიდრეკილება იმ საქმისადმი,რომელიც უნდა გაეგრძელებინათ. და მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ,როცა მოციქულები ,,აღივსნეს სულითა წმიდითა“,გახდნენ ისინი მთელი მსოფლიოს მასწავლებელნი.
მეორე მტკიცებულება: იქნებ ჩვენ შეგვიყვანეს შეცდომაში მოციქულებმა? შესაძლოა სიმართლე არ გვითხრეს და თუ ასეა, რა მიზნით გააკეთეს ეს? რა მოიგეს ამით? იქნებ ფული, პატივი ან დიდება? სიცრუეს ყველა ამბობს სარგებლის მიღების ანგარიშით. მაგრამ მოციქულებმა, რომლებმაც იქადაგეს ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს შესახებ, სანაცვლოდ მხოლოდ  განსაცდელი, ჯაფა, გვემა ,ქვებით ჩაქოლვა მიიღეს; ისინი იღუპებოდნენ გემზე, განიცდიდნენ შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს, ავაზაკთა თავდასხმებს, მათ ჯოხით სცემდნენ, ყრიდნენ ჯურღმულებში და ბოლოს ხოცავდნენ. და ეს ყოველივე სიცრუისათვის?!სრული უგუნურებაა,ასე იფიქრო.
            მაშასადამე არც მოციქულები ცდებოდნენ და არც ჩვენ მოვუტყუვებივართ! რჩება მესამე მტკიცებულება-მათ ჭეშმარიტება გვიქადაგეს!
            უნდა ავღნიშნოთ შემდეგი: ნამდვილი ისტორია დაწერეს და დაგვიტოვეს მხოლოდ მახარებლებმა. მათ მოჰყავთ ფაქტები და მხოლოდ ფაქტები, რომელთაც ისინი პირადად არ აფასებენ, არავის აქებენ ან კიცხავენ. ოდნავადაც არ ცდილობენ, მონაცემთა გაზვიადებას ან პირიქით, დაკნინებასა და დამალვას. მოციქულებს მოყავთ შიშველი ფაქტები, რომელთაც თავად უნდა იღაღადონ ჭეშმარიტება.
            კომინისტი- შესაძლებელია, ქრისტეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეგრეთწოდებულ მოჩვენებით სიკვდილს. რამდენიმე დღის წინ გაზეთები წერდნენ ერთი ინდოელის შესახებ, რომელიც დაასაფლავეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ გათხარეს სამარე და ცოცხალი იპოვეს.
          ეპიფანე-ეჰ, შვილო ჩემო, კიდევ ერთხელ შეგახსენებ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს: ,, ურწმუნოებო, თქვენ სულაც არ გახასიათებთ უნდობლობა. თქვენ იოლად იჯერებთ და ეთანხმებით ყველაზე დაუჯერებელს, წინააღმდეგობებით სავსეს, უაზროს, ოღონდ უარყოთ სასწაული“! არა, შვილო ჩემო, ქრისტე, ასე ვთქვათ, მოჩვენებითად  არ მომკვდარა. უწინარესად ჩვენ გვაქვს რომაელი ასისთავის მოწმობა, რომელმაც ქრისტეს სიკვდილის ფაქტი დაუდასტურა პილატეს. აგრეთვე სახარებაც გვაუწყებს, რომ უფალი ზუსტად თავისი აღდგომის  დღეს ესაუბრებოდა მის ორ მოწაფეს, როდესაც მათთან ერთად მიდიოდა იერუსალიმიდან ათი კილომეტრით მოშორებით მდებარე ემაუსში.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უნდა იყოს სამდღიანი მოჩვენებითი ,,სკვდილის“ შემდეგ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა იმდენი, რამდენიც ქრისტემ? ის ორმოცი დღე ქათმის ბულიონით უნდა კვებო, თვალის გახელა რომ შესძლოს, არათუ იაროს და იასუბროს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. რაც შეეხება თქვენს ინდოელს, იქნებ აქ მოიყვანოთ გასაშოლტად? იცით რა არის შოლტი?  ეს მათრახია, რომელის ბოლოებზეც აბამდნენ ტყვიის ბურთულებს, ძვლების ნამტვრევებს ან წვეტიან ლურსმნებს... მოიყვანეთ ის ინდოელი-გავშოლტოთ, დავახუროთ თავზე ეკლის გვირგვინი, გავაკრათ ჯვარზე, ვასვათ ნაღველი და ძმარი, ვაძგეროთ შუბი, ჩავაწვინოთ საფლავში და თუ ის მიანც გაცოცხლდა, მაშინ განვაგრძოთ ამაზე საუბარი.
          კომუნისტი- მაგრამ , თქვენს მიერ მოყვანილი ყველა მტკიცებულება ქრისტეს მოწაფეებიდან მოდის. მათი დასის გარდა არსებობს თუ არა რაიმე მოწმობა ყოველივე ამის შესახებ? არის თუ არა წყაროები,რომლებიც ადასტურებენ ქრისტეს აღდგომას? თუ არსებობს, მაშინ მეც ვირწმუნებ ამ მონაეცმებს.
         ეპიფანე-საცოდავო ადამიანო! არ იცი, რას ითხოვ. რომც ყოფილიყვნენ ისეთი ისტორიკოსები, რომლბმაც იხილეს აღმდგარი ქრისტე, ისინი უეჭველად ირწმუნებდნენ მის აღდგომას და ამის შესახებ ისაუბრებდნენ, ახლა უკვე როგორც მორწმუნენი. მაგრამ ურწმუნონი მათ მტკიცებულებებს ისევე უარყოფდნენ,როგორც შენ უგულებელყოფ პეტრეს, იოანესა და სხვათა მოწმობებს. განა შესაძლებელია, ვინმემ დაადასტუროს აღდგომა და თავად არ გაქრისტიანდეს?! თქვენ ითხოვთ, როგორც ამბობენ, შამფურზე აგებულ, შემწვარ და თანაც მოჟღურტულე მწყერს. ასე არ ხდება. შეგახსენებთ რაზეც უკვე ვისაუბრე: ერთადერთი და ნამდვილი ისტორიკოსები არიან მოციქულები.
    გარდა ამისა, ის მოწმობებიც გვაქვს, როგორსაც ითხოვთ. ისინი გადმოგვცა მან, ვინც არ ეკუთვნოდა ქრისტეს მოწაფეთა წრეს. ეს არის პავლე მოციქული, რომელიც  მისი მოწაფე არ ყოფილა, პირიქით, ქრისტეს ეკლესიას გააფთრებით დევნიდა.
          კომუნისტი- მაგრამ მის შესახებ ამბობდნენ, რმო მიიღო მზის დარტყმა, რაც ჰალუცინაციების მიზეზი გახდა.
          ეპიფანე- შვილო ჩემო, პავლეს ჰალუცინაციები რომ ჰქონოდა, მის წინაშე გამოჩნდებოდა სახეები მისივე საკუთარი ქვეცნობიერებიდან-ძირითადად პატრიარქები და წინასწარმეტყველნი. მას უნდა ეხილა აბრაამი, იაკობი, მოსე და არა ქრისტე, რომელსაც ცრუწინასწარმეტყველად  და თაღლითად თვლიდა.წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე მორწმუნე მოხუცმა დედაკაცმა ძილში ან ბოდვის დროს ბუდა ან ზევსი იხილოს?! ის დაინახავს მათ,ვისიც სწამს-წმიდა ნიკოლოზს, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს... და კიდევ, როგორც პაპინი წერს, პავლესთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი საოცარი მოვლენები: ჯერ ერთი, მასში მომხდარი ცვლილებების სისწრაფე-ურწმუნოებიდან რწმენისკენ მისი გადასვლა მოხდა პირდაპირ, ყოველგვარი შუალედური სტადიების გარეშე. მეორე, რწმენის სიმტკიცე-მისთვის საერთოდ არ არსებობდა რაიმე ეჭვი ან ყოყმანი. მესამე, გახლავთ რწმენის შეურყევლობა. თქვენ ფიქრობთ, ასეთი რამ შეიძლება დაემართოს კაცს ჩვეულებრივი მზის დაკვრის შემდეგ?! არა, ასე მარტივად ამას ვერ ახსნი. თუ შეგიძლიათ, განგვიმარტეთ, თუ არა და - აღიარეთ სასწაული. სიტყვამ მოიტანა და უნდა იცოდეთ, რომ პავლე, იმდროინდელ მოწმობათა თანახმად, ვინმე მდაბიო კი არა, საკმაოდ კარგად განსწავლული ადამიანი იყო საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, თუ რა დაემართა. კიდევ რაღაცას გეტყვით. შვილო ჩემო, ჩვენ ახლა განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ-მოწმენი ვართ ქრისტეს ეკლესიის სასწაულის.
         როდესაც ქრისტემ ბრძანა თავის ეკლესიაზე, რომ ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერერეოდიან მას“ (მათ.16,18), მაშინ სულ რამდენიმე ათეული მიმდევარი ჰყავდა. მას შემდეგ თითქმის ორი ათასი წელი გავიდა. ემხობოდა იმპერიები,ადამიანთა მეხსიერებიდან იშლებოდა ფილოსოფიური სისტემები, მსოფლმხედველობები, მაგრამ ქრისტეს ეკლესია დარჩა მტკიცე და შეურყეველი,მიუხედავად საშინელი დევნისა,რაც მას გამუდმებით ატყდებოდა თავს. განა ეს ხარების შემდეგ როგორ მოინახულა ღვთისმშობელმა იოანე ნათლისმცემელის დედა, ელისაბედი, რომელიც მას შემდეგი სიტყვებით მიესალმა: ,,კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“(ლუკ.1,42). მარიამმა კი უპასუხა: ,,ადიდებს სული ჩემი უფალსა... რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“(ლუკ.1,46,48)
       ვინ იყო მაშინ ღვთისმშობელი? შეუმჩნეველი გოგონა ნაზარეთიდან. ვინ იცნობდა მას? დაივიწყეს იმპერატორი ქალები,ჩაქრა გამოჩენილ ბანოვანთა ნათელი სახელები, მეხსიერებიდან წაიშალა მხედართმთავართა ცოლებისა და დედების ვინაობა, ვის ახსოვს დიდი ნაპოლეონის ან ალექსანდრე მაკედონელის დედა? თითქმის არავის. მაგრამ, დედამიწის ყველა კუთხეში და ყველა დროის მილიონობით ბაგე უგალობს თავმდაბალ ქალწულს ნაზარეთიდან- როგორც ,,უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა“, განა არ დადასტურდა ღვთისმშობლის წინასწარმეტყველური სიტყვები ( ნათქვამი ელისაბედისადმი) ჩვენი-მეოცე საუკუნის ადამიანების გარეშეც კი?!
       იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს ,,მეორეხარისხოვანი“ წინასწარმეტყველების შესახებაც. როდესაც სიმონ კეთროვნის სახლში ერთმა დედაკაცმა ქრისტეს თავზე დაასხა ძვირფასი  ნელსაცხებელი, უფალმა  ბრძანა: ,,ამენ. გეტყუ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდეს, რომელიცა ეს ჰყო მაგან სახსენებლად მაგისა“ (მათ.26,13). განა რას წარმოადგენდა მაშინ უფლის მიმდევართა წრე?ვინ იფიქრებდა, რომ ისინი შეძლებენ შეუძლებელს და მათი მასწავლებლის ეს წინასწარმეტყველება აღსრულდება?ამიხსენით ეს, თუ შეგიძლიათ, თუ არა- აღიარეთ სასწაულად!
         კომუნისტი-გეთანხმებით, თქვენი საბუთები შთამბეჭდავია. მაგრამ მინდოდა კიდევ მეკითხა:ხომ არ თვლით, რომ ქრისტემ თავისი საქმე არ დაასრულა, ან საერთოდ მიგვატოვა? მე ვერ წარმომიდგენია ღმერთი, რომელიც გულგრილი იქნება ადამიანთა ტრაგედიის მიმართ. აქ ჩვენ ვიტანჯებით, ის კი მაღლა უტანჯველად სუფევს.
        ეპიფანე-არა, შვილო ჩემო, მართალი არა ხართ. ქრისტეს თავისი საქმე დაუსრულებელი არ დაუტოვებია. პირიქით, ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ქრისტე-ადამიანმა ბოლომდე აღასრულა და არაფერი დაუტოვებია უთქმელი და დაუმთავრებელი.ბრძენთა შორის უდიდესი სოკრატეც კი,რომელიც მთელი სიცოცხლე სხვებს მოძღვრავდა და აღსასრულის წინ ბრწყინვალე აპოლოგია შეადგინა, ცოცხალი რომ დარჩენილიყო, სწავლებას კიდევ გააგრძელებდა. მხოლოდ ქრისტემ იქადაგა სამი წლის განმავლობაში ის, რისი სწავლებაც სურდა, დაასრულა ყველა ის საქმე რომლის დასრულებაც განზახული ქონდა და ბრძანა: ,აღსრულდა(იოან.19,30) ეს კიდევ ერთი დადასტურებაა მისი საღვთო ძალაუფლებისა და სრულყოფილებისა. რა შეეხება თქვენს შეხედულებას იმის შესახებ, რომ მან მიგვატოვა, იგი ჩემთვის გაუგებარია. სამყარო ქრისტეს გარეშე წარმოადგენს რაღაც უაზრო თეატრს. ქრისტეს გარეშე საერთოდ არ შეიძლება რაიმეს ახსნა. რატომ,რატომ და რატომ?! ეს ასიათასჯერაც რომ იკითხოთ, შეიგნეთ, ადამიანი თავისი შეზღუდული გონებით ოდნავადაც ვერ განმარტავს თუ ,,რატომ“! ქრისტესთან კი შესაძლებელია ყველაფრის ახსნა; ეს ყოველივე ჩვენს მარადისობისთვის განგვამზადებს. იქ, მარადისობაში, შესაძლოა უფალმა ღირს-გვყოს და გაგვცეს პასუხი ზოგიერთ კითხვაზე, თუ ,,რატომ“.

    შვილო ჩემო,ქრისტე არასოდეს გვტოვებს,ის მარად ჩვენს გვერდით არის, როგორც შემწე და მოკავშირე სოფლის აღსასრულამდე. მაგრამ თქვენ ამას მხოლოდ მაშინ მიხვდებით,თუ შეგნებით გახდებით ქრისტეს ეკლესიის წევრი და თანამონაწილე იქნებით საეკლესიო საიდუმლოებებისა.

 მოამზადა  , მიქაელ მთაწმინდელმა.

ბავშვთა ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები

ქალაქის გარეუბნებში ან მის გარეთ ღვთისმსახურებას თუ არ დასწრებიხართ, წარმოიდგინეთ, პატარა ზომის ეკლესია დილის წირვა და გულმოდგინედ მომლოცველი მრევლი. სახარების კითხვისას კარები იღება და ტაძარში ორბავშვიანი დედა შემოდის: ერთი სამიოდ წლის თუ იქნება, მეორე - ჩვილი. უფროსი ცოტა ხნით ჩერდება დედის გვერდით, მერე ხალხში გაძვრება და ტაძარში სიარულს იწყებს. ატყობს ,რომ არავის სცხელა მისთვის და ისიც თავისთვის დაბაკუნობს, თან თავის ბავშვურ ენაზე საკუთარ თავს ელაპარაკება.უმცროსი დედას ჰყავს ატატებული, მაგრამ მოუსვენრობა მასაც ეტყობა, ტიტინს წამოყვირება ენაცვლება ,შიგადაშიგ წამოიტირებს. დედიკო რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დააწყნაროს და რა თქმა უნდა ,უშედეგოდ. სხვა სიტუაციაში უწყინარი ბავშვური ტირილი აქ აშკარა დისკომფორტს ქმნის: მრევლის გულისყური ლოცვისკენ აღარაა მიპყრობილი. როგორც იქნა ვიღაც ბედავს შენიშვნის მიცემას. პასუხად, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მკვახე ტონი:“ეს როგორ? ქრისტემ თქვა ნუ დაუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლასო და თქვენ ტაძრიდან მაგდებთ ბავშვებიანად?“ საყოველთაო დაძაბულობა. ღვთისმსახურება თავის ნამდვილ აზრს კარგავს...

ლიტურგია

 შემდეგი სურათი კი უთუოდ ყველას გეცნობათ: საკურთხევლიდან ბარძიმს გამოაბრძანებენ. ორი ქალი, სავარაუდოდ, დედა და ბებია, აღრიალებულ გოგონას ექაჩებიან. ,,არ მინდაიკლაკნება პატარა და ხელ-ფეხს მთელი ძალით იქნევს. დედა ხელებს უგრეხს, ბებია თავს უფიქსირებს და ენამოჩლექით ეუბნება: ,,ნუ ტირი,გენაცვალე, ახლა ბიძია კაკას მოგცემს“. ბიძია (მღვდელი) საოცარ მოხერხებულობას იჩენს და მესამე თუ მეოთხე ცდის შედეგად კოვზს გოგონას პირში ათავსებს. ქალებს სახე ებადრებათ: აზიარეს! პატარა კი ისევ ჭირვეულობს, ისევ ყვირის და იბრძვის....

 ... უკვე წამოზრდილი ბავშვები. ღვთისმსახურება დიდ ტაძარში ტარდება. აქ ასპარეზი მეტია და გულმოდგინედ მლოცველ დედებს რომ ხელი არა შეუშალონ, ჯგუფად მოგროვილი ბავშვები ეკვდერში ჟრიამულობენ. მათი ჟივილ-ხივილი ხანდახან მგალობელთა ხმასაც კი ახშობს, მედავითნეზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, ბავშვების დაშოშმინებას ვერც ღვთისმსახურები ახერხებენ. შენიშვნის პასუხად ბავშვი წუთით ჩერდება, თითქოს გონს მოეგოო,მაგრამ,მხოლოდ წუთით....

 აი მოზარდის კვირა დღეც. დედა უთენია ანჯღრევს გიორგის: ,,ადექი შვილო,დროა უკვე. დღეს ხომ წირვაზე ხარ წასასვლელი, მერე კი-საკვირაო სკოლაში. ბიჭი იშმუშნება,თვალს ახელს და კვნესის: ,, დეე .. არ წავალ რააა.. იცი სკოლაში როგორ ვიღლები მთელი კვირა---„ დედას მზერა უმკაცრდება და ტონიც უფრო კატეგორიულია: ,,გიორგი! ახლავე ადექი! წირვის გაცდენა როგორ შეიძლება! თან დღეს სკოლაშიც გამოგკითხავენ!“ საბრალო ბიჭი ლამის ატირდეს, მაგრამ იცის, რომ ვერაფერს შეცვლის და უკვე ვხედავთ,როგორ მიჰყვება თავჩაქინდრული ბიჭი ზამთრის ბინდბუნდში მტკიცე ნაბიჯებით მიმავალ დედას, ფეხები უკან რჩება და თავში სრულიად არა ბავშვური ფიქრი უტრიალებს: ,,ღმერთო რა დავაშავე?“

 აი ტაძარიც. აღსარება. დედა თავის დაწერილ ქაღალდს აჩეჩებს ხელში რომელზეც ჩამოწერილია ,,გიორგის ცოდვებიდა მოძღვრისაკენ უბიძგებს. მოძღვარი ნაწერს გამოართმევს, თვალს გადაავლებს, აღსარებას იბარებს და დაღლილი მზერით გაჰყურებს რიგში ჩამდგარ ასამდე აღსარების მსურველს... ღვთის მსახურებაზე გიორგი კედელზე ოდნავ მიყრდნობილი თვლემს, საკვირაო სკოლაშიც გვარიანად ყვინთავს და ორიანს იღებს, რადგან არ იცის, თუ როგორ არის შერწყმული მაცხოვარში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება ერთდროულად. სახლში დაბრუნებულს დედისგან მორიგი გაკიცხვა ელის ორიანისთვის, მას კი მათემატიკა არ მოუმზადებია, ხვალ საკონტროლო აქვს სკოლაში. ,,როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?“

 ბოლოს და ბოლოს ,, ეს ყველაფერიმართლაც მთავრდება. მთავრდება, რადგან ბავშვები იზრდებიან. გუშინდელი ონავარი ბიჭები უკვე შეღერებულან გოგონებიც დაქალდნენ. ჩვენი გიორგიც დაკაცდა. დედამისი წესით კმაყოფილი უნდა იყოს შვილით, ალბათ, ამაყობს კიდეც. რატომაც არა? მას ხომ შვილისათვის არაფერი დაუკლია? მოდით მოვუსმინოთ დაქალების საუბარს: ,,არაფერი მესმის... ბიჭს ვეღარ ვცნობ... პატარა ისეთი საყვარელი იყო: ლოცვებს კითხულობდა, ეკლესიაში ყოველთვის დადიოდა...ახლა კი.. ახლა ეწევა, სახლში გვიანობამდე არ ბრუნდება, უხეშობს და უხამსობს,მკრეხელობს კიდეც. წარმოგიდგენია,მინდა, დაველაპარაკო, რაღაც ვუთხრა, ის კი: კმარა! თავი მომაბეზრე, მაგ შენი ეკლესიით! მე იქ აღარასოდეს წავალ!“ და ცრემლები... დედის თვალზე მომდგარი ცრემლები...

 ალბათ,ასეთი სურათი ბევრისთვისაა ნაცნობი .მაინც რა არის ამ ყოველივეს მიზეზი?ჩვენ ხომ მხოლოდ კეთილშობილური ზრახვები გვამოძრავებს: ყველანაირად ვცდილობთ გავაეკლესიუროთ ჩვენი შვილები, ვასწავლოთ მათ ...ისინი კი? ისინი კი იზრდებიან და უარყოფენ ეკლესიას.რატომ ხდება ,რომ ჩვენი ძალისხმევა საწინააღმდეგო შედეგს იძლევა? ჩემი აზრით, ბავშვთა რელიგიურად(ეკლესიურად) აღზრდის საქმეში ორ ძირითად შეცდომასთან გვაქვს საქმე. პირველი ეს არის შინაგანი რელიგიური განვითარების შეცვლა გარეგნულით. მეორე კი გახლავთ რელიგიური აღზრდის გადაბარება ოჯახიდან ეკლესიაზე.

 დიახაც ბრძანებს უფალი: ,,გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მათ ნაირებისაა ცათა სასუფეველი“(მათ19,14) მაგრამ რას ნიშნავს ქრისტეს ეს სიტყვები? ნუთუ, მხოლოდ იმას, ხელი არ შევუშალოთ ბავშვებს ღვთისმსახურების დასწრებაში (და იქ უდიერად მოქცევაში?) აქ აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცდება, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას მხოლოდ ღვთისმსახურებაში მონაწილეობასთან აიგივებს. ასე ძველ აღთქმაში ხდებოდა: ქვეყნად მხოლოდ ერთი ტაძარი არსებობდა და მაშინდელი ტაძრის წევრთათვის უპირობო რელიგიურ მოვალეობას წარმოადგენდა ტაძარში ყოველდღიური სიარული. ახალ აღთქმაში კი გაცხადდა რაღაც სრულიად სხვა, განსხვავებული მიდგომა.

 ,,დგება ჟამი ,როცა არც მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას...მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემელთ ეძებს თავისთვის .ღმერთი არის სული და მის თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.(იოან,4,21-24)

 ერთობლივი საეკლესიო ლოცვა, უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანის სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ მთლიანად ვერ მოიცავს მას, მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია. დიახაც, აუცილებელი, მაგრამ - არა უმთავრესი. უმთავრესი კი-,,თაყვანისცემა სულითა და ჭეშმარიტებითუშუალოდ ადამიანის გულში უნდა ხდებოდეს, სწორედ ეს გახლავთ სულიერი ცხოვრების მიზანი. ყოველივე დარჩენილი კი ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად განიხილება. ასეთი გახლავთ ქრისტიანულ ფასეულობათა იერარქია. ის იერარქია, რომლისგან გადაცდომას, გნებავთ, გადახრას (სწორედ ასეთად აღიქმება ღვთისმსახურების გარდაქმნა საშულებიდან მიზნად) უცილობლად მივყავართ სულიერი საზრდოს დაკარგვამდე.
 აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რიგ მიზეზთა (როგორც ისტორიულ, ასევე ზნეობრივი) გამო, დღევანდელმა ღვთისმსახურებამ გარკვეულწილად დაკარგა ის პირვანდელი მნიშვნელობა, რომელიც მინიჭებული ჰქონდა სწორედ ტაძარში აღვლენილ ლოცვას. მავანთათვის დღევანდელი ღვთის მსახურება უფრო გადარჩენის ერთგვარ ,,ინდივიდუალურსაშუალებას წარმოადგენს. მრავალნი ტაძარში მხოლოდ თავისთვის მიდიან, გვერდზე მდგომთ ვერ ცნობენ, არაფერი უწყიან იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც ლოცვას აღავლენენ და ზიარებასაც საკუთარ მადლმოსილებად უფრო მიიჩნევენ, ვიდრე მაცხოვარს სხეულსა და სისხლთან განუყოფლად დაკავშირებულ ქრისტიანულ საიდუმლოებათაგან უმნიშვნელოვანესს. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ტაძარში შემთხვევით შემოსულ ადამიანთაგან თუ უბრალოდ ,,უცხოთაგან ‘’ ხმამაღლა მოლაპარაკეთა ,თუ მოჩურჩულეთაგან ,,განცალკევებისმიზნით მიმართული ჩვენი იძულებითი ქმედებანი ხშირად ღვთისმსახურებისა და უშუალოდ ლოცვის თანმდევი პროცესი გახდა.

 დავუბრუნდეთ სათქმელს: ადამიანის სულიერების და რელიგიური ცხოვრების დაყვანა მხოლოდ ,,ტაძარში სიარულზეარათუ უმართებულოა, ბავშვებთან მიმართებაში შეუძლებელიც გახლავთ. მშობლებში ეგზომ გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბავშვის მიერ უფლის შეცნობა მხოლოდ ტაძარში შეიძლება, სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. ბავშვისა და ზრდასრული ადამიანის რელიგიური აღქმის უნარი არსებითად განსხვავებულია. უფალი შემთხვევით არაფერს ამცნობს მოწაფეთ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებათ თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“.(მათ 18,3) რა თქმა უნდა, უფლის ეს მცნება (შეგონება) ,,პრიმიტიულიქცევისკენ კი არ მოგვიწოდებს , არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს : ,,ძმანო! ბავშვები გონებით მხოლოდ ბოროტისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი“(1კორ.14,20) ეს კი ნიშნავს, რომ უფალთან მიმართებაში სწორედაც რომ ბავშვებს სჯობია ვემსგავსოთ.

 ბავშვებს ძალუძთ აღიქვან ცოცხალი ღმერთი უშუალოდ, ისინი ყველგან გრძნობენ უფალს: მათ გარემომცველ მშვენიერსა და გასაოცარ სამყაროში, ბავშვური, ყოველწუთიერი ცხოვრებისეული სიხარულის წვრილმანებში და .. ყველაზე უკეთ კი ბავშვი ღმერთს შეიგრძნობს იმ სიკეთისა და სიყვარულის ატმოსფეროში, რომელიც გარს აკრავს მას. მთავარ სათქმელსაც მივუახლოვდით, რომლის ჩამოყალიბება საკმაოდ უბრალოდ ყველასათვის გასაგებად შეიძლება: ასეთი ატმოსფერო უნდა იყოს ოჯახში. მშობლებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და ბავშვები, ოჯახში მშვიდობა უნდა სუფევდეს. სწორედ ამრიგად შეიძლება პატარებისათვის უფლის შესაცნობად სასურველი პირობების შექმნა და არამც და არამც ისეთი მუქარანარევი შეგონებებით, როგორიც უმეტეს შემთხვევაში არცთუ მშვიდობიანად ჟღერს: ,,იცოდე, ღმერთი დაგსჯის!“. შეიძლება, ყოველივე ზემოთქმული საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებად სჩანდეს, რომელშიც, ერთი შეხედვით, ახალი არაფერია. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი: აღნიშნული სასურველი მიზანი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ცხოვრებისეული მაგალითით, რამეთუ ასევე საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება გახლავთ: ბავშვები, შეიძლება იშვიათად გვიჯერებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ყოველთვის საუცხოოდ გვბაძავენ. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყმაწვილები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ აღიქვან მაცხოვარი, როგორც მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის სათავე იმ შემთხვევაში, თუ მათი მშობლებისათვის იქნება უფლის სახელი ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ფასეული, რომელიც არასგზის აღიქმება მხოლოდ ტაძარში სიარულის აუცილებლობად, მშრალი და უსარგებლო წესების, თუ კანონების ერთობლიობად, რომელთა აღსრულებისას პრიორიტეტი გარეგნულ მხარეს ენიჭება.

 რამდენად შეესაბამება ეს ყოველივე თანამედროვე ოჯახებში არსებულ რეალობას? აქ ხომ ჩხუბი, სკანდალი, კინკლაობა და უპატივცემულობა არცთუ იშვიათი მოვლენაა. შედეგად კი - სრული შეუსაბამობა ქრისტიანულ აღმსარებლობასა და ყოველდღიურობას შორის. ამასთან, მშობლებს უმეტეს შემთხვევაში გათვიცნობიერებული აქვთ ეს ყოველივე, მაგრამ როგორც წესი, ვითარების შესაცვლელად აღარც ძალა აქვთ და არც სურვილი, სურვილი იმისა, რომ მათივე ოჯახური ურთიერთობა დაფუძნებული იყოს ჭეშმარიტად ქრისტიანულ ზნეობრიობაზე, სურვილი იმისა, რომ ოჯახი თავად ჩამოყალიბდეს ერთგვარ საშინაო ტაძრად. მიზეზი კი ისევ და ისევ სულიერებისადმი ფორმალურ, გარეგნულ, გნებავთ მწიგნობრულსა და სქემატურ მიდგომაშია. ასეთ პირობებში, რაღა თქმა უნდა, სავსებით ლოგიკურად ჩანს რელიგიური აღზრდის ეკლესიისათვის გადაცემა-გადაბარების სურვილი და რადგანაც თავად ეკლესიაც ფორმალურად, თითქმის მაგიურადაც აღიქმება, ეკლესიურობაც უპირატესად გარეგნული ხდება: ღვთისმსახურებაზე დასწრება, საკვირაო სკოლები და მათი მნიშვნელობის უარყოფა, ბუნებრივია, არც მიფიქრია. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს! რელიგიური აღზრდის ქვაკუთხედი უნდა იყოს უშუალოდ ოჯახის წევრთა სურვილი, რომ საკუთარი ძალებით, საკუთარი ძალისხმევით მიაღწიოს იმას, რომ ღმერთი უბრალოდ, განყენებულად არსებული ერთვარი დოქტრინა კი არა, ნამდვილი ცოცხალი ღმერთი იყოს. სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ოჯახის წევრთა მიზანმიმართული და გააზრებული ქმედებანი. ეს უნდა იყოს ჭეშმარიტად საშინაო ტაძრის შექმნაზე ორიენტირებული ზნეობრივი შრომა და რაღა თქმა უნდა, ვერავითარი გარეგნული ეკლესიურობით ,,გაჭყეპვასასურველ შედეგს ვერ მოგვცემს.

 ბუნებრივია, ბავშვებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მათ ფსიქოლოგიურ თავისებურებებსაც. თანამედროვე მართლმადიდებელი მშობლების უმრავლესობა მოწიფულ ასაკში გახდა ეკლესიური (მავანი წიგნით, მავანი ტაძრებისა მონასტრების მონახულებით, მავანიც უბრალოდ საკუთარი ცხოვრებისა და ყოფიერების ,,ზრდასრულიგააზრებით და ..). ამრიგად, საკუთრივ ჩვენ ეკლესიური ბავშვების გამოცდილებაც ნაკლებად გაგვაჩნია და ჩვენი პირმშოების გაეკლესიურების პროცესში მორიგ შეცდომას ვუშვებთ, როცა ესოდენ ფაქიზ საქმეში ჩვენი პირადული, .. ,,ზრდასრულიმიდგომით ვხელმძღვანელობთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ბავშვები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, მათ შორის, სულიერ სამყაროსაც. მოძრაობა და თამაში, გნებავთ მოუსვენრობაც ბავშვის სტიქია გახლავთ. ბავშვს უჭირს ხანგრძლივი დროით ყურადღების დაძაბვა და ერთ ადგილას გაუნძრევლად დგომა. ამიტომ ტაძარში აღსრულებულ ღვთისმსახურებასთან განსხვავებული ურთიერთობა აქვთ: ისინი საწყისი 5-10 წუთის განმავლობაში წრფელად შეჰხარიან ტაძრის სილამაზესა და მის ზემოქმედების უნარს, შემდგომი ყურადღების დაძაბვა კი უბრალოდ უძნელდებათ, ამიტომ უნებლიედ იწყებენ გასართობის ძებნას. ხშირად გვავიწყდება, რომ არათუ ბავშვებს, ბევრ მოზრდილსაც უჭირს იმის გაგება, რაც ტაძარში ხდება. ბავშვს ვერ მოვთხოვთ იმას, რომ ღვთისმსახურებას და მის სიღრმისეულ აზრს ინტელექტუალურად ჩაწვდეს, ხოლო უშუალო აღქმისათვის მას ხსენებული მცირე დროც სავსებით ჰყოფნის.

 იგივე შეიძლება ითქვას სახლის ლოცვაზეც. ბევრი მშობელი ჯიუტად მოითხოვს საკუთარი პირმშოსაგან რთული რელიგიური ტექსტებისა და ლოცვების სწავლა -დაზუთხვას. ასეთი მშობელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვებმა არათუ იციან და უყვართ ლოცვა, მიდრეკილნიც არიან ლოცვისადმი. ერთი ეგაა, ლოცვაც ბავშვურად, ხანმოკლე დროის განმავლობაში შეუძლიათ. უმჯობესია, ბავშვის გულისხმევა იქითკენ მივმართოთ, რომ ამ მოკლე დროში იგი სწორედაც რომ ლოცულობდეს და თავისი სუფთა, ბავშვური გული უფლისაკენ ჰქონდეს მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელთ შეგვრჩება ხატების წინა მექანიკურად მოლაპარაკე არსება, რომელიც იმავდროულად საკუთარი ცხვირის ჩიჩქნითაც დაკავდეს, სანამ დედიკო საათნახევრიან დაუჯდომელს ჩაამთავრებს.

მაშ ასე, როგორ მივაჩვიოთ ბავშვები ეკლესიურობას?

უპირველეს ყოვლისა, დაე, ბავშვები ბავშვებადვე დარჩნენ. ნუ ეცდებით მათ გადაქცევას პატარა ბერებად ან მონაზვნებად. დაე, ირბინონ, ითამაშონ, იხმაურონ, იჩხუბონ კიდეც (რაღა თქმა უნდა, არა ტაძარში); დაე, გაერთონ, ისწავლონ, შეიცნონ სამყარო და .. მეორეს მხრივ, აუცილებელია, ძალზე გულდასმით და მოზომილად შევურჩიოთ პატარას გარეგნული ეკლესიურობის დონე, უმჯობესია - ოდნავ ნაკლები, ვინემ ,,ძალუძს“. ყურადღება კი იმაზე უნდა გავამახვილოთ, რომ ბავშვში სწორად აღვძრათ ნამდვილი, ცოცხალი ღმერთისადმი სიყვარული, რიდი და მოწიწება. უნდა მივაღწიოთ, რომ ტაძარი ბავშვებისათვის ნამდვილი დღესასწაული იყოს. გნებავთ - ჯილდო, მაგრამ არანაირად - სავალდებულო რუტინა. ყოვლად დაუშვებელია, ბავშვის ცნობიერებაში ტაძარში წასვლა რაიმე სახის სასჯელს უკავშირდებოდეს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვის მხრიდან უღირსი საქციელი და ამ საქციელის შესაბამისი სასჯელი (თუკი მიზანშეწონილად ჩავთვლით) ტაძარში წაუსვლელობას დავუკავშიროთ. სხვათაშორის, არცთუ შორეულ წარსულში სწორედ ასე იქცეოდნენ ჩვენი მართლმადიდებელი წინაპრები.

 დეკანოზი ვლადიმირ ვორობიოვი, იხსენებდა რა საკუთარ ბავშვობას, ყვებოდა, რომ დედას ძალზე იშვიათად მიჰყვებოდნენ ტაძარში - მხოლოდ ზიარებაზე. გართობისა და აქეთ-იქით ყურების ნებას დედა ბავშვებს არასოდეს რთავდა. ზიარების შემდგომ ბავშვები რამდენიმე წუთს კრძალვით ჩერდებოდნენ ტაძარში და სახლში ბრუნდებოდნენ. და ეს ყოველივე, როგორც მამა ვლადიმირი აღნიშნავს, მათთვის ნამდვილი დღესასწაულიც იყო და საუკეთესო საჩუქარიც. აი, ჭეშმარიტად მოწიწებაზე დაფუძნებული ეკლესიური გამოცდილება. ჩვენს დროში კი ყველაფერი სხვაგვარად ხდება. დღეს ხშირად გაიგონებთ მსგავს სუბარს: ბიჭი უნდა ვაზიარო, თორემ ძალიან თავს გავიდა.... შედეგიც კანონზომიერია: მოზარდი კარგავს მოწიწებასა და მოკრძალებას, მოგვიანებით ეკლესიასაც ჩამოშორდება.

როგორღაც მომიწია ათიოდე წლის ბიჭთან საუბარი (ბავშვი კარგი ეკლესიური ოჯახიდან იყო), რომლის დროსაც ასეთი შეკითხვა დავუსვი: მითხარი, როგორ აღიქვამ ქრისტეს? თუ შეიგრძნობ მას შენს გვერდით, როგორც, ვთქვათ შეიგრძნობდი, შენი საუკეთესო მეგობარი რომ იყოს? პასუხად ბიჭმა მხრები აიჩეჩა, მან უბრალოდ ვერ გაიგო, რას ვეკითხებოდი.

რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობა სხვადასხვა ადამიანებში, მათ შორის ბავშვებშიც, სხვადასხვა ინტენსივობისაა, მაგრამ რელიგიურ აღზრდაში ძალა და სიხშირე მთავარი როდია. გადამწყვეტი არის რელიგიური გრძნობის ორიენტაცია ცოცხალი ქრისტესადმი. რაც შეეხება გარეგნულს, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში მთელი ოჯახი მონაწილეობდეს. თუ ბავშვი მიგვყავს საზიარებლად, უმჯობესია დედ-მამაც მზად იყოს და მთელი ოჯახი ეზიაროს. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა ზიარებას ისეთ რეგულარულ პროცედურად აქცევენ ხოლმე, როგორც შეიძლება იყოს პოლიკლინიკაში ვიზიტი და აბების გადაყლაპვა. ამასთან მშობლები საკმაოდ გულგრილნი არიან სხვა საეკლესიო საიდუმლოებების მიმართაც.

ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის გათავალისწინებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვის სულიერი და ეკლესიური აღზრდა წარიმართოს ძალდაუტანებლად, ბუნებრივად. ისევე ბუნებრივად, როგორიც თავად ცხოვრებაც გახლავთ. საამისოდ საჭიროა, რომ ის ოჯახი, რომელშიც ბავშვი იზრდება თავად ცხოვრობდეს ასეთი ცხოვრების წესით.

ბავშვის ჰარმონიულად განვითარებისათვის ასევე აუცილებელია კულტურული აღზრდა და სოციალური ადაპტაცია. არსებობს ერთგვარი ფსევდოზნეობრივი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბავშვები უნდა აღიზარდონ უკიდურესად ეკლესიურ გარემოში, რათა დაცულნი იქნან ამა ქვეყნის .. გამხრწნელი ზემოქმედებისაგან. ამ მოსაზრების თანახმად, .. მაღალი წრის კულტურა ბავშვისათვის სრულიად ზედმეტი და მავნებელიც კია, რადგან თურმე იგი აშორებს მოზარდს ყოველივე ეკლესიურისაგან. კაცობრიობისა და კერძოდ, ცივილიზაციის მიღწევები ლამის სატანიზმადაა შერაცხული, რადგან ემსახურებიან ანტიქრისტეს მოსვლას და .. ამასთან დაკავშირებით მოზარდს უკრძალავენ არაეკლესიურ თანატოლებთან ურთიერთობას (,,გარყვნიან“), ახლოს არ აკარებენ კომპიუტერს (,,ზომბირებისშიშით) და სხვა. შედეგად კი, ბავშვები მოუმზადებელნი ხვდებიან იმ ცხოვრებას, რომლისგანაც აქამდე მაქსიმალურად იზოლირებულნი იყვნენ და რომელსაც, რათა თქმა უნდა, ვერსად გაექცევიან. კულტურულად და ინტელექტუალურად განუვითარებელი მოზარდი, როგორც წესი, ძნელად ან საერთოდ ვერ პოულობს საკუთარ ადგილს სოციუმში, რასაც ბუნებრივია, მოყვება იმედგაცრუება, გაბოროტება და ხშირ შემთხვევაში, ეკლესიის დადანაშაულება აღნიშნულ წარუმატებლობაში. ეკლესია კი აქ არაფერ შუაშია. პავლე მოციქული გავიხსენოთ: ,,ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ (1 თესალ. 5,21) ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები“ (1 კორ. 6,12).

ზემოთნახსენები ამქვეყნიური ხრწნადი ზემოქმედება, რაღა თქმა უნდა, რეალურად არსებობს. მაგრამ უმჯობესია, კი არ გავექცეთ, არამედ წინ აღვუდგეთ მას. და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ სულიერების დონეზე, არამედ კულტურულ და სოციალურ დონეზეც. ამისათვის კი მოზარდებს შესაბამისი ,,ცოდნაუნდა გააჩნდეთ: უნდა ვეცადოთ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ მხატვრული გემოვნება, მივაჩვიოთ კლასიკურ ხელოვნებას, ლიტერატურას, მუსიკას, განუვითაროთ საკუთარი შემოქმედებითი მონაცემები. მაშინ მოზარდი შეძლებს დღევანდელ აგრესიულად არაესთეტიკურ გარემოში გამეფებულ მასობრივ ფსევდოკულტურას თავისი ,,საპირწონედაუპირისპიროს. სხვათაშორის, კულტურა ეკლესიის განუყოფელი ნაწილია. სათანადო კულტურული აღზრდის გარეშე საეკლესიო ღვთისმსახურების, ეკლესიის ისტორიის, დამწერლობისა და ხელოვნების ჯეროვნად შეფასება შეუძლებელია. კულტურა ეკლესიის მტერი კი არა, უპირველესი მოკავშირეა. საერთო ევროპული და საკუთრივ ჩვენი ქვეყნის კულტურა თავისი არსით სწორედ ქრისტიანული მოვლენაა. ყოველივე ზემოთქმულის ბავშვის გონებამდე მართებული სახით მიტანა მშობლის მოვალეობაა. ისევ ოჯახს მივადექით. რა ქნას ბავშვმა, თუკი მშობლების მუსიკალური განვითარება უგემოვნო სიმღერებზე გადის, ლიტერატურის მიმართ დამოკიდებულება ყვითელი პრესის ფურცლებსაც არ სცილდება და მშობელთა ინტელექტუალური განვითარების მოთხოვნილებაც უხარისხო ტელეგადაცემების ყურებით კმაყოფილდება, არსებობს მეორე უკიდურესობაც, როცა ოჯახში მხოლოდ უკიდურესად ,,მართმადიდებლურსკითხულობენ, უსმენენ და უყურებენ, ხოლო ყოველივე დანარჩენს გაურბიან და უგულვებელყოფენ. მიიღებს კი ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვი სათანადო კულტურულ აღზრდას? ყოველივე ზემოთქმული ბავშვთა შემდგომ სოციალურ ადაპტაციასაც ეხება. მომავალ, არცთუ მთლად ქრისტიანულ სამყაროში შესაბიჯებლად ბავშვები ისე უნდა შევამზადოთ, რომ შეძლონ, იყვნენ ,,მარილი მიწისა“ (მათ. 5,13), წესიერებასთან, ვაჟკაცობასთან და აქტიურობასთან ერთად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, იყვნენ განათლებულნი, განვითარებულნი და რაც მთავარია შეეძლოთ არა მხოლოდ ეკლესიურობის დონეზე (რაც უცხო გახლავთ თანამედროვე უმრავლესობისათვის), არამედ ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიტუაციაში წინ აღუდგნენ ცოდვასა და ბოროტებას და ,,ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენ ზეციურ მამას“ (მათ. 5,16). ეს ყოველივე ოჯახიდან უნდა მოდიოდეს. ამისათვის კი თავად მშობლებს უნდა ესმოდეთ და ხელეწიფებოდეთ ყოველივე, მშობლები უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემნი წესიერებისა და საღად აზროვნებისა, მათი აქტიური ქრისტიანული პოზიცია არ უნდა შემოიფარგლებოდეს ამერიკის ლანძღვით. სამზარეულოში და ყველაფერში საყოველთაო მსოფლიო შეთქმულების ძებნით - რაშიც ბევრი ადამიანი ლამის მართმადიდებლობის ერთადერთ არსს ხედავს.

 მოდით, შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული. როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები? უპირველეს ყოვლისა ისინი უნდა გვიყვარდეს. მათ აუცილებლად უნდა ვუთმობდეთ საკმარის დროს - თუნდაც ძალიან დეფიციტურს. ჩვენ თავად უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს ყველაფერში: ჩვენ თავად უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებისაგან და მათაც ვასწავლოთ ცხოვრებაც და ვისწავლოთ კულტურაც, არ ჩავიკარგოთ ყოველდღიურ ყოფიერებაში. ვისწავლოთ და ვასწავლოთ ყოველთვის და ყველაფერში ქრისტიანებად დარჩენა. ვეცადოთ აღვიქვათ ეკლესიურობა სრული არსით, ყოვლისმომცველად. ვიყოთ გულახდილნი, პატიოსანნი და საღად მოაზროვნენი. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ჩვენი შვილების პატივისცემა და ნდობა, მხოლოდ ასე შევუქმნით ხსენებულ სიყვარულის, სიმშვიდის, ურთიერთნდობისა და თავისუფლების ატმოსფეროს, რომლის გარეშეც არანაირი სულიერება არ არსებობს. თუ ჩვენი შვილები, ერთი შეხედვით, გარეგნულად ეკლესიურად აღზრდილნი და ნასწავლნი უსიყვარულოდ იზრდებიან, თავს მიტოვებულად გრძნობენ, არ გააჩნიათ საკუთარი თავის რწმენა, თუ ვერ შეძლეს საკუთარი ადამიანური პოტენციალის გახსნა, მაშინ იმის ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში ისინი ეკლესიასაც მლიქვნელობად აღიქვამენ და ვერ შესძლებენ ნამდვილ ქრისტიანებად ჩამოყალიბებას, ძალზე დიდია.

და ბოლოს, აუცილებელია ჩვენს შვილებზე პასუხისმგებლობა ბოლომდე გავიაზროთ დედა-ეკლესიისა და დედა-სამშობლოს წინაშე. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ ჩვენი შვილები ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ თავადვე ვართ. ჩვენი შვილების აღზრდა საკუთარი თავით, საკუთარი ოჯახით უნდა დავიწყოთ და არამც და არამც არ ვეცადოთ ჩვენი პირადი მოვალეობების ეკლესიისათვის გადაბარებას იმ იმედით, რომ ეკლესიის მადლი ,,ავტომატურადიმოქმედებს. ეკლესიას მაგიასთან არაფერი აქვს საერთო და მასში ავტომატური არაფერია. გვახსოვდეს, რომ მადლმოსილება ყოველთვის ადამიანის ზნეობრივი გულისხმიერების შესაბამისია.

 დასასრულს ერთ ისტორიას კიდევ მოგიყვებით. ამას წინათ ნაცნობებმა 15 წლის ვაჟიშვილი მომიყვანეს და მთხოვეს, დავლაპარაკებოდი მას, ეგებ როგორმე გონს მომეყვანა ,,სრულებით ხელიდან წასულიბიჭი. დალაპარაკებამ შედეგი გამოიღო (როგორც ჩანს, ბიჭმა იგრძნო, რომ მშობლებთან ,,შეკრულიარ ვიყავი) და ჩემს შეკითხვაზე, თუ რამ აიძულა ეკლესიური ცხოვრების წესის მიტოვება, ბიჭმა გულახდილად მიპასუხა: ნამდვილი ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო....
დიახ, ეკლესიური ცხოვრება იმ ოჯახში ნამდვილი არ ყოფილა. ეკლესიური ცხოვრება იყო, მაგრამ ქრისტე არ ყოფილა და როგორც ნებისმიერმა მოზარდმა, ბიჭმაც მთელი სიცხადით შეიგრძნო ეს სიცარიელე, შეიგრძნო და აღსდგა მის წინააღმდეგ.


უნებლიედ გავიფიქრე: იქნებ ყოველთვის არც იმსახურებდნენ ჩვენი შვილები გაკიცხვას? იქნებ ხანდახან ჩვენც გვესწავლა მათგან რაიმე?.....

იღუმენი პეტრე მენშერინოვი .