1) პირველი გზა - რაც ყველასათვის საერთოა, არის ადამიანში არსებული რელიგიური გრძნობები, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და იგი გვაიძულებს და გვიბიძგებს დავიწყოთ რელიგიური ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უერთდება იმ კონკრეტულ გარემოში, ქვეყანაში, გაბატონებულ ძირითად რელიგიურ მიმდინარეობას, რომელიც არის ტრადიციული და საუკუნოვანი. თუ მხოლოდ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილების დონეზე დარჩა მისი სულიერი ცხოვრება, იგი ამას ნებისმიერ რელიგიაში შეძლებს, მაგრამ თუ მეტი მოუნდა, "აღეძრა მადა", ვერ მოისვენებს, სანამ ჭეშმარიტებას არ იპოვის და ეს იქნება რელიგიური გრძნობების სწორად გამოყენების შედეგი.
2) რაც შეეხება მეორე გზას, აქაც ბევრი რამ არის საერთო. ეს ის გზაა, როდესაც ადამიანი მიდის ეკლესიაში განსაცდელის შედეგად. განსაცდელი ღმერთის ის საბოლოო იარაღია, რითიც ადამიანს "აიძულებს" მასთან მისვლას და მის გაცნობას... განსაცდელებში მყოფი ადამიანის სასტარტო მდგომარეობა ძალიან საინტერესოა: იგი განიცდის თავის უძლურებას, არ ამყარებს იმედს საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზეა სრულად მინდობილი . თუ განსაცდელის გავლის შემდეგ ადამიანი შეინარჩუნებს ამ მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ, განსაცდელმა გამოიღო ის ნაყოფი, რა მიზნითაც ქონდა მოვლენილი.
3) და მესამე შემთხვევა,რომელიც ინდივიდუალურია და ყველაში განსხვავებულად ვითარდება: ეს არის მდგომარეობა,როდესაც ადამიანი ფილოსოფიის,კლასიკური ლიტერატურისა თუ სხვა საბუნებისმეტყველო საგნების გაცნობის შემდეგ მიხვდება,რომ არსებობს ცხოვრების იმაზე აღმატებული მიზანი და მოწოდება ვიდრე ეს მატერიალური ყოფაა. ადამიანი ხვდება, რომ არსება რომელსაც ასე სწყურია სიცოცხლე, შემეცნება და მუდმივი თვითრეალიზება, არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ამ ყოფითი ცხოვრებით, რომელიც მარადიულობის განცდისა და გააზრების გარეშე აბსოლუტურად უაზროა მთელი თავისი სიკეთეებითა და ბედნიერი წამებით, ვინაიდან ყველაფერი წარმავალია, და საკუთრივ ამ წარმავლობის განცდა ამქვეყნად ბედნიერად მცხოვრებ ადამიანსაც კი მწუხარებას ანიჭებს, ვინაიდან ახსენებს მისი ბედნიერების დასასრულს... სწორედ ამგვარი ფიქრი და მიდგომა აიძულებს მას, ეძიოს სიცოცხლის ჭეშმარიტი საზრისი და დანიშნულება... ამ ძიებას კი მრავალი ადამიანი მიუყვანია ღმერთამდე. ასეთი ადამიანების რწმენა ძალიან ცოცხალია და ქმედითი. მათ ღმერთი იპოვეს ძიების შედეგად და საკუთარი პიროვნული არჩევანით მიიღეს ის, რაც არის ყველაზე მყარი საფუძველი რწმენის სიძლიერისა!

Комментариев нет:
Отправить комментарий