четверг, 26 марта 2015 г.

ერთადერთი მიზეზი,რის გამოც შეიძლება დაოჯახდე !

სტატია ეხება და მომოიხილავს ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიც ორი ადამიანის ერთად ცხოვრებაა  ანუ ოჯახის შექმნაა.. იგი ძალიან მკაფიოდ სვავს კითხვებს , რომელიც უნდა დაისვას ქორწინების წინ და ასევე ძალიან მოქნილად პასუხობს,რომელიც უნდა იქნას გათალისწინებული შეუღლებისას..

მე მყავს შვილები:ვაჟი და გოგონები და მაქვს ჩემი პირადიკოშმარირომელიც დაიწყო მას შემდეგ რაც ჩემმა მშვენიერმა გოგონამ ,რომელიც ხელის გულზე დამყავდა ,ვუვლიდი,ვანებივრებდი...ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ,მაპატიეთ დაიდიოტიმომიყვანა  და გამომიცხადა რომ ის იცხოვრებდა ჩვენთან ერთად.ანუ იცხოვრებდა ჩვენთან ერთად და დაიძინებდა მასთან.... რატომღაც მეჩვენება,რომ ეს დაუპატიჟებელი სტუმარი იქნება გაჭირვებული,მოუწესრიგებელი,უზრდელი,გრძელი დაუვარცხნელი თმით ... და ის რომ მისი ურთიერთობა ჩემს შვილთან არც ისეთირაინდულიიქნებოდა როგორსაც ვისურვებდი.მას ექნება უამრავი უარყოფითი საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევები.ერთი სიტყვით, იქნება ზუსტად ისეთი როგორიც ვიყავი წლების წინ მე! იმისათვის რომ შემემსუბუქებინა ჩემი შინაგანი მღელვარება,მანამ სანამ ჩემი უფროსი გოგონა მხოლოდ რვა წლის არის ,ხომ არ მეყიდა მისთვის იარაღი და ავი ძაღლი ...შევეცდები ხმამაღლა წარმოვთქვა_რაში სჭირდება მას გათხოვება..ხო ,მართლა ჩემი ბიჭმა , რომელმაც ჯერ მხოლოდ ფორთხვა და კბენა იცის თავისი სამი კბილით, არ იქნება ურიგო წაიკითხოს ეს ,თუნდაც 20 წლის შემდეგ....თუმცა ეს რომ ჩემს პატივცემულ მამას ჩემთვის დაეწერა,იქნებ მე ვერ გამეგო,თუმცა მაინც ვცდი... დავიწყოთ ცუდი მხაროთ: რა მიზეზით არის კატეგორიულად დაუშვებელი ოჯახის შექმნა(გათხოვება,ცოლის მოყვანა) არსებული მიზეზი  ნომერი ნოლი , არ ღირს დაქორწინება მხოლოდ  იმიტომ რომ ეს მას ძალიან უნდა,ან გეცოდება ან ნებისმიერი სხვა მისი სურვილით .მოკლედ ძვირფასო შვილებო ,ვიცი რომ იდიოტები არ ხართ და თქვენც კარგად ხვდებით თუ რატომ არ ღირს...
ხორციელი ლტოლვა:მე ვიცი უამრავი წყვილი,არა ერთი და ორი,რომლებიც დაქორწინდნენ იმიტომ რომ სურდათ ერთმანეთთან ჰქონოდად სქესობრივი ურთიერთობა და ამის საშუალებას არ აძლევდათ თავიანთი რელიგიური შეხედულებები ან უცნაური(მკაცრი) მშობლები.ასეთი წყვილები ან შორდებოდნენ ან ესე რომ ვთქვათცხოვრობდნენ უბედურადიმიტომ რომ მხოლოდ ხორციელი ლტოლვა მალე ბეზრდებათ და არ ჰყოფნის ხანგრძლივ ურთიერთობებს...მითუმეტეს თუ ის უბრალო და ერთფეროვანია როგორც სადილი,უფრო ადრეც კი ბეზრდებათ,თუ კი მთელი ცხოვრება აპირებთ ადამიანთან ყოფნას საჭიროა უფრო სერიოზული მიზეზები ამისთვის.
არსებული  შინაგანი გარემოებები:
ასაკი,გარშემომყოფთა ზეწოლა,მოძღვრის რჩევა,მშობლების ნება,წარმატებულად აწყობილი მოვლენები,“ნიშანი ღმერთისგანდა სხვა არ არის საკმარისი ქორწინებისათვის რადგან ყველა ეს მიზეზი უხსნით საკუთარი არჩევანისადმი პასუხისმგებლობას და დროთა განმავლობაში მათ შორის ჩნდება კედელიმე ეს არ გადამიწყვიტავს,ეს თავისით მოხდა,ესე აეწყოიმის მიუხედავად თუ ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები _ცუდ შედეგს გამოიღებს ორივესთვის.
 საყოფაცხოვრებო(მატერიალური) მოსაზრებები:
გათხოვება მდიდარ,მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანზე,იმ იმედით რომ მისი მატერიალური შესაძლებლობები უზრუნველფოფს შენს უდარდელ მომავალს,ჰგავს გაყიდვის აქტს უფრო ვიდრე სიყვარულს და არ ღირს ამის ჩადენა.რადგან არსებობს ისეთი  რაღაცეები რისი გაყიდვაც არ ღირს,მაგალითად: ჩვენი სული. ქორწინება ხომ სულთა ერთობააა.რადგან ერთად ცხოვრება და ძილი შეუძლია უამრავ ადამიანს,მაგრამ იყონ ნამდვილი ცოლ_ქმარი ცოტას თუ ძალუძს .მოკლედ თუ მსგავსი სახის გარიგებაზე ფიქრობთ ნამდვილად არ ღირს,ისევე როგორც საქორწინო კონტრაქტი(ქონებრივი გარიგება წყვილს შორის) რომელსაც იურიდიულად დიდი ძალა აქვს მაგრამ შემდგომში ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ხდება.
მარტოობა და საკუთარი თავის არარეალიზებულობის შეგრძნება :
ამ შემთხვევაში ხდება საპირისპიროდსამართლიანი გარიგებისმსგავსი რაღაც რაც თავიდანვე წამგებიანია. როდესაც ადამიანი ჰყიდის თავის თავს მატერიალური უზრუნველყოფის სანაცვლოდ,ის ცდილობს მიიღოს მეტი და ზრდის საკუთარ თვითშეფასებას.რამეთუ   ბნელი ღამეა,გრძელია გზა და პერსპექტივები ნისლშია მოცული.უნდა ნახოს მოგება სანამ ეს შესაძლებელია...თუ ადამიანს მარტოობის შიში უბიძგებს ქორწინებისკენ,ის არ ეცდება მიიღოს მაქსიმალური.თანხმდება ისეთს როგორიც არის(ოღონდ რაიმე იყოს)კმაყოფილდება მინიმუმით.(სულ არაფერს ეს მაინც იყოსო)არ მოტყუვდეთ.არც ეს არ ივარგებს .როდესაც არ არის იოლი,მოწყენილი ხარ,გტკივა,ცივი ღამეები და უღიმღამო დღეებია,მსგავსი კავშირები არაფერს შეცვლის და შეგმატებთ პირიქით ეს მინიმუმ წაგართმევთ კომფორტსა და თავისუფლებას.და რადგანაც ეს კავშირი არ იქნება ორ თავისუფალ ადამიანს შორის ურთიერთშეთანხმებული კავშირი,დაემსგავსება ქველმოქმედებას ერთიადამიანისა მეორესადმი ,რომელიც წარმოშობს არათანაბრობას მათ მდგომარეობებს შორის.რაც თავისმხრივ გამორიცხავს სრულყოფილ პატივისცემას მათ ურთიერთობებში. დაოჯახება ღირს მაშინ როცა ყველა ეს სიტუაცია და მოსაზრება არ არსებობს.როცა მატერიალურად არ არიიან ერთმანეთზე დამოკიდებული,როცა თითოეულ მათგანს აქვს თავისი საქმიანობა (სპეციალობა.დასაქმებული არიან)ყოველი შემთხვევისთვის თუ რაიმე მოხდება.მოკლედ რომ ვთქვათ მაშინ უნდა დაოჯახდე ,როდესაც არ არის ამის აუცილებლობა.ქორწინება უნდა წარმოადგენდეს ფუფუნებას,სილაღეს,თავგადასავალს და არა პრობლემების მოგვარების გზას ან მოსალოდნელი პრობლემებისაგან თავის დაღწევის წინაპირობას.მაშასადამე თუ ორი ადამიანი გადაწყვეტს რომ ერთმანეთს დაუკავშირონ ცხოვრება და ერთად იყვნენ მთელი სიცოცხლე,ეს უნდა იყოს შინაგანად გააზრებული და მოტივირებული.უნდა გაითვალისწინოთ რომ მეუღლეები არიან ერთი მთლიანობა მთელი ცხოვრების მანძლზე.სხვა დანარჩენი ადამიანები მოვლენ და წავლენ თქვენი ცხოვრებიდან ეს იქნებია კოლეგები, მეგობრები,ნაცნობები.,ამათუ იმ გარემოებებით დაკავშირებული ადამიანები.თქვენი ურთიერთობა სხვა დანარჩენ ადამიანებთან იქნება შეზღუდული,ქორწინებაში საქმე გექნებათ ადამიანთან მთელი მისი ნაკლოვანებიბითა და დადებითი მხარეებით.ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მანამდე, სანამ არ დარწმუნდებით რომ თქვენ ხედავთ ნამდვილ ადამიანს და არა მხოლოდ სხეულს,მის პერსპექტივებს,ინტელექტს და მხოლოდ მასთან ყოფნით შექმნილ კომფორტს.ქორწინებას არა აქვს სხვა მიზანი გარდა ორი ადამიანის ერთობისა მამაკაცის და ქალის რომლებიც ქმნიან ოჯახს და ამას ვერაფერი შეცვლის.მხოლოდ მეგობრები _ეს არ არის ოჯახი,არც მხოლოდ საყვარლები,არც მეგობრები რომლებსაც ერთად სძინავთ ან საყვარლები რომლებიც თანაცხოვრობენ,არც ეს არის საკმარისი სრულყოფილი ქორწინებისთვის.ამიტომ ჩემო შვილებო(იქნებ მაინც წაიკითხოთ ეს)თქვენი ცხოვრება დაუკავშრეთ ადამიანს როცა ბოლომდე კარგად გაიაზრებთ ამას ,როცა ის კონკრეტული ადამიანი გჭირდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე,ეს არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი და ნათელი.ერთხელ დიდი ხნის წინ ერთმა ქალმა ჰკითხა ქმარს თუ რატომ უყვარდა ის.თავიდან ქმარს უნდოდა ეთქვა რომ ის ლამაზია და იმიტომ,მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ არის რადგან ათასობით ლამაზი ქალია ირგვლივ,შემდეგ უნდოდა ეთქვა რომ მისგანაც სიყვარულს გრძნობს და იმიტომ ,მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი,რადგან სხვა ქალებისგანაც გრძნობდა სიყვარულს.შემდეგ ცდილობდა რომ ეს მისი იუმორისა და ჭკუის დამსახურებად მიეჩნია ან ვთქვათ ის რომ კარგი მზარეულია,თუმცა რესტორანში უკეთ ამზადებდნენ კერძებს,და ჭკვიანი და იუმორისტული თანამოსაუბრეებიც მრავლად იყვნენ ირგვლივ.ისიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი რომ კარგად გრძნობდა თავს მასთან,ბოლოსდაბოლოს ყოველთვის შეიძლება უფრო კარგად იგრძნო თავი სხვა გარემოებაშიც..მის გარეშე რომ ცუდათ გრძნობდა თავს ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი პასუხის გასაცემად,დარჩა მხოლოდ ერთი რამ და მან უპასუხაიმიტომ რომ შენ ხარ შენ“! აი როცა შეძლებთ გაიმეოროთ ეს სიტყვები,ყოველგვარი თავის მოტყუების გარეშე და არა იმიტომ რომ ვინმე გაახაროთ და ანუგეშოთ,მაშინ უკვე დროა დაქორწინდეთ.მოკლედ ვიცი რომ ამ ჩემს მსჯელობებს თქვენ მაინც არ წაიკითხავთ.

თარგმნა : ანა მანჯგალაძემ .