ადამიანო მე შენ ჯერ კიდევ მაშინ შეგიყვარე,როდესაც
არ არსებობდი, მსგავსად იმ მუსიკოსისა,რომელსაც მუსიკის მელოდია და ჰანგები
გონებაჩი ჩაესმის,უყვარს იგი,მაგრამ ჯერ ნოტების სახით არ გადმოუტანია ქაღალდზე ან
მსგავსად იმ მოქანდაკისა,რომელსაც
გონებაში აქვს მისი შესაქმნელი ქანდაკების ხატება,უყვარს იგი და ცდილობს
მის ფორმებში განსხეულებას. ,ხოლო შენი
არარსებობიდან ყოფიერებაში შემოყვანა ამ სიყვარულის გამოვილინება იყო. მე შენ ჩემს
ხატად და მგავსად შეგქმენი , მთელი ხილული
სამყაროს მეუფედ დაგადგინე. არ დამიკლიხარ პატივით არც ერთ ჩემს ქმნილებაზე,უფრო
მეტიც , პოტენციურად ყველაზე სრულყოფილ არსებად შეგქმენი , თუმცა ვეცადე ისეთი
შემექმენი,რომ ცოტახანში გაგეცნობიერებინა რაღაცის ნაკლულობა,ესეც იმიტომ,რომ თუ
შენს თავს გარედან სრულყოფილს დაინახავდი,ამპარტავნებით დაეცემოდი,როგორც ერთი
ჩემი უსაყვარლესი ქმნილება მოიხიბლა თავისი თავით და სამუდამოდ განმეშორა.შენში
ნელნელა ამოქმედდა ეს განცდა,ცოტათი მოგეწყინა სამოთხეში,გინდოდა რაღაც მაგრამ ვერ
ხვდებოდი რა იყო ეს,მე კი როგორც ღმერთმა ვიცოდი რა მოგანიჭებდა სიხარულს,ძილი
მოგგვარე და შენი ნეკნისაგან შენი მსგავსი ,ევა შეგიქმენი.მერე კი ვიფიქრე,რომ
იქნებ ეხლა მაინც მიხვდეს,რომ მე ვარ ღმერთი გულთამხილავი და ყოვლის
მცოდნე,რომელსაც შემიძლია შევუქმნა ისეთი არსება,ვინც მას შეავსებს და
მიხვდება,რომ ძალმიძს მე შევუქმენის მას ის,რასაც მისი გული იტხოვდა,მაგრამ გონება
ვერ ხვდებოდა ,რადგან შეუძლებელია მოგინდეს ის,რისი არსებობის შესახებაც არ
იცი.მინდოდა ევაში ჩემი სიბრძნე განგეჭვრიტა და ერთად დაგეწყოთ თვითშემეცნება ,
ჩემი მადლით კვება და დაუსრულებელი სწრაფვა განღმრთობისაკენ,რაც საბოლოოდ
განამტკიცებდა თქვენს ნებას და დაუცემლობის ხარიხს.მაგრამ თქვენ ეს ვერ
შეიცანით,ვხედავდი როგორ ახლოვდებოდა ჟამი
თქვენი დაცემისა,ჩემი თავის წინაშე ვლოცულობდი,რომ გადამერჩინეთ, მაგრამ
მიუხედავად იმისა,რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ ,არ შემეძლო ღმერთობა მიმეტოვებინა
და თქვენს თავისუფალ ნებაზე მეძალადა. და აი დადგა ჟამი,როდესაც თქვენ ჩემს მიერ
ნამცნებ ხესთან აღმოჩნდით....და იხმიეთ აკრძალული ნაყოფი, დააარღვიეთ ჩემი მცნება,
შეწყვიტეთ ჩემთან ურთიერთობა,როგორც სიცოცხლის დაუშრეტელ წყაროსთან და სიკვდილი
მოიწია თქვენზე.. თუმცა არც მაშინ მიმიტოვებიხართ, გულნატკენმა შეკითხვა დაგისვი,რომლის პასუხის
ვიცოდი ,,სად ხარ ადამ“ ამ კითხვით მინდოდა თქვენი სინანული მენახა,რომ მქონოდა
მიზეზი შენდობისა და წამოყენებისა,მაგრამ თქვენ ჯერ მე დამადანაშაულეთ და მერე ერთმანეთი.
რადგან საბოლოოდ დაეცით არ მინდოდა თქვენი მიტოვება და დაგიდეთ აღთქმა
გამოხსნისა,მუდამ თქვენთან ერთად ვიყავი,შეგეწეოდით მრავალ გასაჭირში, ჯერ
ქანაანში,ეგვიპტეში,უდაბნოში და ისრაელში.. ბოლოს ხორცი შევისხი და ყველაზე წმინდა
ყველაზე უწმინდურებში მოვედი,რომ ყველაზე უწმინდური უწმინდესში შემეყვანა და
პირველი ავაზაკი ვაცხოვნე. გავხდი თქვენნაირი რომ განმეკურნა თქვენი სიკვდილი,
ცოდვის მონობისაგან გიხსენით და აი ეხლა
მყუდროდ ვდგავარ თითოეულის გულის კართან და მორჩილად ვაკაკუნებ,ეგების ისმინოთ
ჩემი ხმა , გამიხსნათ გულის კარები რომ შემოვიდე თქვენში , მე ყოვლადწმინდა სამება , რომ უწინდელზე აღმატებულ
პატივი დაგიბრუნოთ, ამინ!
მიქაელ მთაწმინდელი .
Комментариев нет:
Отправить комментарий