суббота, 7 марта 2015 г.

კათოლიკეებთან საღვთისმეტყველო დიალოგის ანალიზი .

ჩემი მიზანია,არა ვინმეს შეურაწყოფა ან მისი რწმენის დაკნინება,არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენა და მათი დახმარება,რომელნიც ვერ გარკვეულან თუ სად არის სიმართლე.. მას შემდეგ,რაც მსოფლიო ეკლესიას გამოეთიშა (გაემიჯნა) რომის საყდარი,მუდამ არის საუბარი გაერთიანებაზე და ამასთან დაკავშრებით უამრავი კონფერენციები თუ შეხვედრები და დისპუტ-დებატები ეწყობა,არსებობს ეკუმენური მოძრაობა,რომელიც უნდა ემასხურებოდეს ამ მიზანს,გაერთიანება ჭეშმარიტების საფუძველზე უნდა მოხდეს.. ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობს უდიდესი სულიერების მქონე პიროვნება და აგრეთვე ღვთისმეტყველი და უამრავი აპოლოგეტური თუ სხვადასხვა სახის შინაარსის საღვთისმეტყველო ნაშრომის ავტორი,ჩემთვის დიდად საყვარელი არქიმანდრიტი ეპიფანე (თეოდოროპულოსი 1930–1989) – ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთერთი ყველაზე ცნობილი მქადაგებელი და აპოლოგეტი XX საუკუნეში
გვჭირდება თუ არა ეს დიალოგი: მართლმადიდებლობა და კათოლიკობა
მოდით წარმოვიდგინოთ, რომ კათოლოკებმა ჩვენ ყველა გარეგნულ მხარეში დაგვითმეს. . .და თავისთვის მხოლოდ პაპის უცთომელობა დაიტოვეს . . .
            მაშინ მაინც თუ გახდება ჩვენთვის ცხადი, რომ ეს ჟესტი მთელი მისი ეფექტურობის, სანახაობრიობისა და ასევე პროფანებზე მოხდენილი ძლიერი შთაბეჭდილებების მიუხედავად, არანაირ არსებით დათმობას არ წარმოადგენს და რომ პაპიზმის ცთომილებანი თვით საიდუმლოებების შესახებ მოძღვრებასთან მიმართებაშიც კი ურყევი რჩება? საიდუმლოებების აღსრულების პრაქტიკა ერთია, მათ შესახებ დოგმატური სწავლება კი სხვა. განა უნიატებს მართლმადიდებლური ტიპიკონები არ აქვთ? მაგრამ რა ხეირი აქვთ გარეგნული მსგავსებიდან, თუკი მათ ის  სწამთ, რომ  საიდუმლოებების მიერ მონიჭებული მადლი ქმნილია? არსებითი დოგმატური განსხვავებანი საკმაოდ ღრმაა. . .
            მაგრამ საქმე ასეც რომ დარჩეს, ზიანი მაინც არცთუ  მცირე იქნება. იმიტომ რომ ჩვენი წარმომადგენლები ჯერ მარტო მათი თანამონაწილეობითსაღვთისმეტყველო დიალოგშიპაპისტებს მშვენიერ შესაძლებლობას აძლევენ, რომ ზემოთხსენებული თეატრალური ჟესტები აღასრულონ და დაუბრკოლებლად და იოლად იწყონ დემაგოგია ამით საშინელი ქაოსი და დიდი შფოთი  აღძრან.
            როგორ განსჯიან ჩვენი წარმომადგენლები: იმისთვის, რომ დროის მოთხოვნილებებს შეეფერებოდნენ ან კიდევბოროტსა შინა მდებარე სოფლისა ამისსაყოველთაო და მქუხარე პროტესტით შეშინებულები ანგაუთვალისწინებელი მოვლენებისმორევისგან თავბრუდახვევის მიზეზით მაშინ ხომ არ გადადგამენ კიდევ ერთ ნაბიჯს უკან ანუ ხომ არ დასთანმდებიან ურთიერთობას საიდუმლოებებში?
            უეჭველია, რომ ადრეც აღინიშნებოდა საიდუმლოებების გაცემის შემთხვევები როგორც კათოლიკებზე, ასევე სხვაგვარად მადიდებლებზე (ეს წინა საუკუნეებშიც მომხდარა). თუმცა ეს დარღვევები, რაგინდ მძიმე არ იყოს (ესენი კი მართლაც მძიმეა) ამათუიმ მღვდელის ან ეპისკოპოსის ან თუნდაც ადგილობრივი ეკლესიების მცირერიცხოვანი კრებულების ერთეული შემთხვევები იყო.
            ხოლო თუკი კათოლიკეებთან ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური შეთანხმება მიიღწევა ასეთი ნაბიჯის გადადმის თაობაზე, ეს იქნება დანაშაული ეკლესიის წინააღმდეგ, ამასთან იურიდიული ენით თუ ვიტყვით, განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული.

რა მოხდება, თუკი მართლმადიდებელი მხარე ამ დამღუპველ შეთანხებაზე წასვლას გაბედავს?

            1. კათოლიკეები, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, გამარჯვებას იზეიმებენ და ან იქნებიან და ან არა განწყობილნი დიალოგის გასაგრძელებლად (მოხერხებულობას მათ ვერავინ ასწავლის). მათ იციან, რომ თუკი ოდესმე საიდუმლოებებში ორმხრივ ურთიერთობას მიაღწევენ, მაშინერთობაავტომატურად და de facto- დადგება. მაშინ ლატინელებს რაღაში დასჭირდებათ მოლაპარაკებების გაგრძელება? (შესაძლოა, ჯერ კიდევ ადრე იმიტომაც იყო ნათქვამი, რომ ის საკმაოდ ხანგძლივი იქნება?)
            ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პაპიზმი  ძირითადად იცავს და კიდევაც დაიცავს პირველობას და უცთომელობას! ეს ყველაზე სუსტი და მტკივნეული ადგილია. ყველაფერ დანარჩენში კი (შესაძლოა filioque- ჩათვლითაც) კათოლიკები დიდ მოთმინებასა და შემწყნარებლობას იჩენენ. . .
            2. მართლმადიდებლურ ეკლესიას თავს საშინელი განსაცდელები დაატყდება. ჩვენერთობისმომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გავიყოფით. დაე, ჩვენი წარმომადგენლები ნუ იფიქრებენ, რომ მართმადიდებლური ეკლესიისშესაკრავადმსგავსიშეთანხმებებისაკმარისი იქნება. ისინი იმედგაცრუებების სიმწარეს იწვნევენ. . . მათ ფერაროფლორენციის უნიის ცრუერთობის ხელმომწერთა ხვედრი ელოდებათ. დაე, გადახედონ ისტორიასდა თქუან გულთა შინა თვისთა“, რომ მაშინ სხვა დროება, სხვა პირობები და სიტუაცია იყო.
            რათქმაუნდა, ეს ყველაფერი სხვა იყო, მაგრამ ღმერთი ხომ იგივეა. და იგი თავისი სამემკვიდრეოს აოხრებას არ დაუშვებს. ღმერთიზამთარს ცბიერებით კი არ ამარცხებს, არამედ ქარიშხალს ხელის ერთი აქნევით აჩერებს.“ „ იგი ჩვენამდე კრაზანებს აგზავნისდა მათი მეშვეობით აურაცხელ მხედრობას უკუაქცევს. თუკი ჩვენს წარმომადგენლებს  ეკლესიის სახიფათო მორევში ჩათრევა არ სურთ, მაშინ დაე უკიდურესად ყურადღებიათ იყვნენ: ხიფათი დიდია და უაღრესად დიდია ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ იკისრეს.
            ისინიკეთილი აღმსარებლობლობისდაცვით ისინი ან დიდებას მოიხვეჭენ ან კიდევ რწმენის საკითხებში კომპრომისზე წასვლით ქვესკნელში შთაინთქმებიან. დაე ყურებში ესმოდეთ  ესთერისადმი მიმართული მარდოქეის ღმრთივსულიერი სიტყვები, როცა სთხოვა, რომ ისრაელის დასაცავად სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო: „ რადგან თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდეველთა შვება და ხსნა, შენი მამის სახლი კი დაიღუპება. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?“ (ესთ. 4. 14).
            რათქმაუნდა, ეს იმათზე არაა ნათქვამი, ვინც უკვე დაამტკიცა, რომ მართლმადიდებლურად კი არ სწამს, არამედ ეკუმენისტურად და ასეთისგან არაფერს ადამიანურს აღარ ელი. ეს სხვებისთვისაა ნათქვამი. დაე, მათ წამითაც კი ნუ დაავიწყდებათ, რომ სარჭმუნოების ჭეშმარიტება ყოველგვარ ამქვეყნიურ მიზანშეწონილობას აღემატება!
            იქ კი, სადაც რწმენაზეა საუბარი, კომპრომისების ადგილი არ არსებობს. მათგან შორსაა ყოველგვარი შიში, სულმოკლეობა და ყოველგვარი სურვილი იმისა, რომ მსხვერპლად შესწირო რწმენა ადამიანთა სათნოსაყოფელად. სული წმიდა მოგვიწოდებს: „ნუ ეშიშვით ყუედრებასა კაცთასა და გიობასა მათსა ნუ იძლევით,“ (ეს 51, 7)
            ახლა როგორ, „კეთილინიშნებით დაწყებული დიალოგი უნდა შევწყვიტოთ? დიახ, თუკი იგი ამის შემდეგაც წმინდა კანონთა დებულებების იგნორირებით მყიფე საფუძველზე წარიმართება. არა, თუკი იგი დოგმატურად და კანონიკურად უზადოდ წარემართება. უპირველეს ყოვლისა კი, იგი თავიდანვე საჭირო კალაპოტში უნდა მივმართოთ: პერიფერიისკენ კი არა ცენტრისკენ, პაპიზმის ორი ძირითადი დებულებაზე მსჯელობისკენ: პირველობასა და უცთომელობაზე. . .
            თუკი ამაში დათმობების ტენდენცია შეიმჩნევა, თუკი ამ ორი ცდომილების თვიდან მოცილების სურვილი იქნება გამოხატული და გამოსწორება იქნება სანქცირებული, მაშინმხიარული ნაბიჯებითა და გახარებული გულითწავიწევით წინ: დანარჩენ საკითხებსაც განვიხილავთ და ბოლოს კი საღმრთო ევქარისტიის აღსრულების საკითხსაც, რომელიცდიალოგისსხვა საკითხთა შორის ღვთისმეტყველების საფუძვლებს მოკლებულად პირველ ადგილას იქნა წამოწეული.
            ყოლგვარ ეჭვგარეშეა, რომ ეს შემთხვევით არ იქნა გაკეთებული. მხოლოდ გულუბრყვილონი ვერ ხედავენ, თუ რა განზრახვით იქნა ეს საკითხი წინ დაყენებული.
            მიზანი იმათი, ვინც განსახილველი საკითხების თანმიმდევრობას განსაზღვრავდა, საკმაოდ ნათელია: მოდი საღმრთო ევქარისტიასთან დაკავშირებით შევთანხმდეთ, რათა რაც შეიძლება მალე ვეზიაროთ საერთო ბარძიმიდან, შემდეგ კი შეიძლება ჩვენ შორის არსებული დანარჩენი  განსხვავებებიც განვიხილოთ, განხილვა ხომ კიდევ დიდი დრო სჭირდება . . .ქვეყნიერების აღსასრულამდე.
            მაგრამ ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საღმრთო ლიტურგია ერთობის მიღწევის საშუალება არფასოდეს ყოფილა, ის ყოველთვის რწმენაში უკვე მიღწეულ ერთობას ამოწმებდა და აგვირგვინებდა. იგი ერთობისკენ მოძრაობის სათავეში არასოდეს მდგარა, არამედ ყოველთვის მისი ბედნიერი დასასრული და კეთილი ბოლო იყო. ერთობა წმინდა ბარძიმიდან კი არ იწყება, არამედ მასში მთავრდება.
            ზვარაკი ჭამებული იმისთვის კი არ დაიკლა და იქნა შეთავაზებული, რომ ამით უძღები შვილი აეძულებინათ სახლში დაბრუნებულიყო, არამედ იმისთვის, რომ მისი უკვე აღსრულებული დაბრუნება ეზეიმათ. ჩვენ სახლის აშენებას სახურავიდან კი არ ვიწყებთ, არამედ საძირკვლიდან. . . თუკი ჩვენი წარმომადგენლები ცდის ჩატარებას მოისურვებენ და პირიქით გააკეთებენ, მხოლოდ ერთ რამეს მიაღწევენ: სახლი, რომლის აშენებასაც უსაძირკვლოდ აპირებენ, გრუხუნით დაინგრევა და გასრესს მათ. . .
            მოდი შევიყვაროთ ერთობა, ერთობა ყველასი; მოდი ამაზე ვილოცოთ; მოდი ამისთვის ვიშრომოთ. მაგრამ დაე ყურადღებით ვიყოთ! ერთობა, ერთობა ჭეშმარიტებაში, სიკეთეა და წმინდაა, ვინაიდან საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი უფლის ნებას გულისხმობსრაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.“ (ინ. 11, 52). ის სიკეთე და წმინდა იმიტომაა, რომ ქრისტესმიერ სიყვარულს მართებულად სურს ყველას შესვლა ჭეშმარიტების წმინდა კარავში და გული შესტკივა ცთომილების თიხოვან ჭაობში მათი ყოფნის გამო. ამიტომაცაა და მხოლოდ ამიტომაცაა ერთობა კეთილი და წმინდა.
            სამწუხაროა ერთობის ხილვა როგორც წმინდად მათემატიკური მიმატების. შეუძლებელია მისი ყველანაირი გზით მიღწევა, რათა ამგვარად ღვთისმებძოლთა ძალების ლაშქარს შედეგიანი წინააღმდეგობა გაუწიო!
            ერთობა (ვიმეორებთ: ერთობა ჭეშმარიტებაში და არა ცთომილებაში) არ არის რაიმე, თუნდაც ყველაზე წმინდა მიზნის მიღწევის საშუალება. ერთობა, რომელიც გზააბნეულ შვილებს მამის მაცხოვნებელ მირქმამდე მიიყვანს, თვითმიზანს წარმოადგენს. არითმეტიკული მიმატება ერთობის შედეგია, მისი რეზულტატია, რომელიც ავტომატურად და გარდაუვლად მოდის. ეს შედეგი ვერავითარ შემთხვევაში  ვერ განიხილება როგორც ერთობის მაიძულებელი ძალა და მიზანი.
            სულიერ ბრძოლაში რაოდენობა სათვალავში არ მიიღება. „ვითარმე იოტოს ერთმან ათასები და ორმან წარიქციის ბევრები“ (მეორ. რჯ. 32, 30) იმიტომ რომღმერთი იბრძოლებს“. ასურელთა მეფემ წინასწარმეტყველ ელისეს მოკვლის და ამდაგვარად ისრაელის ძლევის სურვილით ქალაქ დაფაიმში, სადაც წინასწარმეტყველი იმყოფებოდა გაგზავნაჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი.“. .  „და ჰრქუა ელისე: ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან ვიდრე მათ თანა.  და თაყუანის-სცა უფალსა ელისე, ილოცვიდა და თქუა: უფალო, განუხვენ თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და, აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა. “ (4 ნეშთ. 6, 14–17). ცეცხლოვან ანგელოზთა დასმა გარე შემოარტყა და დაიცვა უძლური და დევნილი წინასწარმეტყველი. . .გვწამს თუ არა ეს თუ იგი ჩვენთვის ზღაპარია?
            დაბოლოს: თუკი პაპისტები  ეკლესიის მსოფლიო კრებების წმინდა სარწმუნოებას დაუბრუნდებიან, მაშინ მათ ხელგაშლილები და გახარებულები შევეგებებით.მაგრამ ამას ქრისტიანთა ამქვეყნიური ძალების გასაძლიერებლად კი არ გავაკეთებთ ( მოდით, ბოლოსდაბოლოს, ნუღა დავნებდებით ქრისტეს მესამე ცთუნებას!), არამედ ქრისტეს სურვილის აღსასრულებლად, რომელიც ამავდროულად მისი ჭეშმარიტი მოწაფეების სურვილიცაა, ანუ მამის სახლის აღსავსებად.
            ხოლო თუკი კვლავ თავის ცთუნებებში დარჩებიან და შეინარჩუნებენ თავიანთ ერთგულებას ეშმაკის გამონაგონებისასდმი პირველობისა და უცდომელობის შესახებ, მაშინ დაე, მართლმადიდებლობა დარჩეს ისეთი, როგორიცაა: ღატაკი, გასისხლიანებული, მდაბალი და ამქვეყნიურად სუსტი.
            მართლმადიდებლობას ჭეშმარიტების ხელშეუხებელი განძიც ეყოფა. „დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა, ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. . .ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. . . მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა!“ (2 ეზდრ. 4, 35–40). ამინ !

 არქიმანდრიტი : ეპიფანე თეოდოროპულოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий